სტარტაპი
28/10/2021

Amanita - სამკაულების სახელოსნო ორ ყუთში

Amanita სულ რამდენიმე თვეა ბაზარზე გამოჩნდა და მომხმარებლებს ხელნაკეთ ბროშებს, სამკაულებს და სხვადასხვა აქსესუარებს სთავაზობს.

პანდემიის დროს შექმნილი ბრენდი უკვე გეგმავს პროდუქციის გამრავალფეროვნებას და სულ მალე მომხმარებლებს ბეჭდებისა და თმის სამაგრების ხაზს წარუდგენს.

Amanita-ს დამფუძნებელი ნინა ბალარჯიშვლი "ბიზნესპარტნიორთან" ამბობს, რომ ახალი კოლექციები უკვე დამუშავების პროცესშია და Facebook გვერდზეც მალე გამოჩნდება.

როგორც აღმოჩნდა, პანდემიამ და მეტმა თავისუფალმა დრომ ადამიანებს შესაძლებლობა მისცა, დიდიხნის სურვილები აესრუელბინათ და მეტიც, საყვარელი საქმიანობა ბიზნესად ექციათ. ასე მოხდა ნინას შემთხვევაშიც.

"პანდემიის პირველი ტალღის მერე, ბისერით ქარგვის კურსებზე ჩავეწერე და 3 თვიანი კურსის დამთავრებისთანავე დავიწყე დამოუკიდებლად მუშაობა, ძირითადად ბროშებზე. პირველი სერიოზული ნამუშევარი განვათავსე ერთ-ერთ ფეისბუქ გვერდზე შეფასებისთვის, იმ საღამოსვე გამომემხმაურა გოგონა და შეიძინა. ამან მომცა უდიდესი სტიმული შემექმნა Amanita-ს გაყიდვების გვერდი და ჩემი საქმიანობისთვის სერიოზული სახე მიმეცა," – აღნიშნავს ნინა ბალარჯიშვილი.

Amanita-ს აქსესუარების შეძენა მომხმარებლებს ონლაიან, სოციალური ქსელის საშუალებით შეუძლიათ. პროდუქცია იმითაც გამოირჩევა, რომ ყველა ასაკის მომხმარებელზეა გათვლილი და რაც მთავარია ნივთები მზადდება ერთ ეგზემპლარად, ადგილობრივი ან იტალიური ნედლეულით. სამომავლოდ, ბრენდი რომელიმე მაღაზიასთან თანამშრომლობას არ გამორიცხავს.

"ნივთის დამზადებას საშუალოდ 1-2 დღე სჭირდება. ესკიზის მოფიქრება, ამ ყველაფირის გონებაში დალაგება და შემდეგ უკვე პრაქტიკაში გადატანა. სახელოსნო არ მაქვს, ჩემი სამუშაო კუთხე ფაქტობრივად 2 დიდი ყუთისგან შედგება, რომელსაც დავატარებ ოთახიდან ოთახში და საჭიროების შემთვევაში, სახელოსნო შემიძლია მოვაწყო ყველგან, სადაც კარგი განათება მაქვს.

ამ საქმის დაწყებისთანავე გადავწყვიტე, რომ ფასი არ ყოფილიყო მაღალი და ამას ჩემებურად ვხსნიდი, მინდა Amanita ჩემნაირი ჩვეულებრივი გოგონების აქსესუარი იყოს და ყველამ შეძლოს თავს პატარა საჩუქარი გაუკეთოს," – აცხადებს ბრენდის დამფუძნებელი.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023