სტარტაპი
02/10/2020

ამბიციური გეგმები გვაქვს – GITA-ს პროგრამის გამარჯვებული SMART FERT 4.0-ი

SMART FERT 4.0-ი ამბიციურ გეგმებზე აცხადებს. სტარტაპი GITA-ს კონკურსის გამარჯვებულია და აგრომიმართულებით მუშაობს.

სტარტაპის დამფუძნებელი ნინო კუნცევა–გაბაშვილის თქმით, ეს არის ბიოტექნოლოგიური  და რევოლუციური პროდუქტი, რომელიც გულისხმობს ახალი თაობის, ნიადაგის მასტრუქტურირებელ „ჭკვიან“ სასუქი-დანამატებს.

„საკმაოდ ამბიციური გეგმები გვაქვს. მოპოვებული გრანტის ფარგლებში ვაპირებთ პროდუქტის ტესტირებას და საბოლოო ფორმულირებას, ასევე ინტელექტუალური საკუთრების დაცვას. ამ ეტაპზე, კონცეფციაზე მუშაობა დასრულებულია, მაგრამ არის ნიუანსები, რომელიც დასამუშავებელია, შესაძლებელია პროდუქტი რამდენიმე მიმართულებით განვითარდეს. პილოტური წარმოების გაკეთებაც გვინდა. მოგებული 100 000 ლარიც მთლიანად ამაზე დაიხარჯება. GITA-ს თანადაფინანსების პროგრამის შერჩევის ეტაპზე დიდ გამოცდილებას იღებს ნებისმიერი აპლიკანტი. ეს შესაძლებლობას გაძლევს დახვეწო პროექტი და უკვე მზა ფორმით წარუდგინო ინვესტორებს,“ – აღნიშნავს ნინო კუნცევა-გაბაშვილი.

მისივე თქმით, კერძო ინვესტიციის რაოდენობა ათეულობით ათასი ლარია. პროექტის სრულად განვითარებისთვის კი მილიონობით ლარია საჭირო.

რამდენიმე წელი მხოლოდ SMART FERT 4.0–ის ტესტირებას დასჭირდება, როგორც საქართველოში ასევე სხვა ქვეყნებში.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023