სტარტაპი
04/10/2020

აპლიკაცია რესტორნებისა და სასტუმროებისათვის - სტარტაპი OFOODO სომხეთსა და აზერბაიჯანში შესვლას გეგმავს

სტარტაპი OFOODO, რომელიც GITA-ს თანადაფინანსების პროექტის გამარჯვებულია სამომავლო გეგმებზე საუბრობს. პროექტი მიზნად ისახავს ერთ სივრცეში მოაქციოს საქართველოში არსებული ყველა კვების ობიექტი და რესტორანი, რაზეც წვდომა ექნებათ როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ვიზიტორებს.

OFOODO-ს დამფუძნებლის ბექა ხატიაშვილის თქმით, აპლიკაცია საშუალებას მისცემს მომხმარებელს  ერთ სივრცეში მიიღოს სრული ინფორმაცია ყველა რესტორნის და მათი აქტივობების შესახებ, დაათვალიეროს მენიუ ონლაინ, დაჯავშნოს მაგიდა წინასწარ შერჩეული მენიუთი ან მენიუს გარეშე, შეუკვეთოს სასურველი კერძი ადგილზე მიტანით(Delivery) ან ადგილიდან წაღებით (Pick-up) და ა.შ.

„OFOODO ასევე მოიცავს ელექტრონულ QR მენიუს, რომელიც შესაძლებლობას აძლევს რესტორანში მისულ ადგილობრივ თუ საერთაშორისო ვიზიტორებს QR კოდის დასკანერებით დაათვალიერონ მენიუ საკუთარ ტელეფონში  სასურველ ენაზე და გააკეთონ კერძების არჩევანი. ამავდროულად განახორციელონ შეკვეთა მაგიდიდან და გადაიხადონ ანგარიში ელექტრონულად.

პროექტის ერთი კომპონენტი ელექტრონული მენიუ უკვე გაშვებულია და 150–ზე მეტ ობიექტთან ვთანამშრომლობთ. უახლოეს მომავალში ვებ–პლატფორმა გაეშვება და მომხმარებლები სხვა დანარჩენი სერვისებითაც ისარგებლებენ.

დიდიხანია კვების სექტორში ვოპერირებთ ტექნოლოგიური მიმართულებით და საერთაშორისო გამოცდილებაზე დაყრდნობით გვაქვს გარკვეული ხედვები თუ როგორ მიმართულებით განვითარდება ეს სფერო საქართველოში და ასევე კავკასიის რეგიონში. უკვე გვაქვს მოლაპარაკებები და მომავალ წელს სომხეთსა და აზერბაიჯანში ჩვენი პროდუქტის გატანასაც ვგეგმავთ. ასევე ვფიქრობთ შემდგომში სხვა ქვეყნებში გასვლაზეც.  მოგებული გრანტი  ძირითადად მობაილ აპლიკაციის შესაქმნელად და მარკეტინგისთვის დაიხარჯება,”- განმარტავს "ბიზნესპარტნიორთან" ბექა ხატიაშვილი.

მისივე თქმით, GITA-ს თანადაფინანსების პროექტში მონაწილეობამ საინტერესო გამოცდილება შესძინა, რომელიც პროექტის სწორად განხორციელებაში გამოადგება.  

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023