სტარტაპი
14/09/2020

Appidea 650 000 ლარიანი გრანტით 2 ახალ თამაშს შექმნის

₾650 000-იანი საგრანტო პროგრამის მე-2 რაუნდში გამარჯვებულმა კომპანია Appidea - მ ინოვაციების სააგენტოსთან საგრანტო ხელშეკრულება უკვე გააფორმა.

მიღებული გრანტის ფარგლებში კომპანია გეგმავს შექმნას ორი უფასო თამაში IOS-სა და Android-ის პლატფორმებისთვის.

Appidea უფასო მობილური თამაშების დეველოპერია, რომელიც, 2014 წელს დაარსდა.  მისი პორტფელი 16 თამაშსა და 2 აპლიკაციას მოიცავს.

კომპანიას აქვს, როგორც საშუალო ხანგრძლივობისა და სირთულის (mid-care), ასევე ყოველდღიური/მარტივი (casual) თამაშების შექმნის ექვსწლიანი გამოცდილება და ორიენტირებულია უმეტესწილად დინამიკურ/საბრძოლო და სათავგადასავლო ჟანრზე. 

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ 650 000 ლარიანი საგრანტო პროგრამა, მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, 2019 წლის 22 მაისს დაიწყო.

პროგრამის მიზანია, მოახდინოს ინოვაციების, ინოვაციური საწარმოების შექმნის სტიმულირება და ჩართვა ქვეყნის ეკონომიკაში. პროგრამის მეშვეობით ქართული მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოები, რომელთაც გააჩნიათ პოტენციალი საკუთარი ინოვაცია განავითარონ და წარადგინონ მსოფლიოს დონეზე, მოახდენენ ინოვაციური პროდუქტის პოზიციონირებას გლობალურ ბაზარზე. პროგრამის ფარგლებში ფინანსდება გლობალური პოტენციალის მქონე პროდუქტი - ტექნოლოგიური ან ბიზნეს-პროცესული ინოვაცია, რომელიც ნათლად ასოცირებული იქნება საქართველოსთან.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023