სტარტაპი
11/09/2023

"არტისიო" ამერიკის ბაზარზე განვითარებას გეგმავს

"სტარტაპების მსოფლიო თასის“ ეროვნულ შეჯიბრში გამარჯვების შემდეგ, ქართული სტარტაპი "არტისიო“ კალიფორნიაში Startup World Cup-ზე წარსადგენად ემზადება.

"არტისიო“ ონლაინ აუქციონების მართვის კომპლექსური პლატფორმაა, რომელიც აუქციონების ბიზნესში ჩართულ ყველა რგოლს აერთიანებს.

როგორც "არტისიოს“ თანადამფუძნებელი, გიორგი სვანაძე გადაცემა "ბიზნესი რუსთავი 2-თან“ აცხადებს,  აუქციონის ბიზნესი გაცილებით დიდი ბაზარია, ვიდრე ეს ადამიანებს წარმოუდგენიათ, რადგან ნებისმიერი ნივთი, რომელიც მაღაზიაში უკან  ბრუნდება, მათი უმრავლესობის რეალიზაცია სწორედ აუქციონის საშუალებით ხდება.

"მიმდინარე წლის ბოლომდე, ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ფუნქციების გაშვებას ვგეგმავთ, რომელიც ინდუსტრიაში გარდამტეხი იქნება, რაც მომხმარებელს უფრო ეფექტურ ყიდვა-გაყიდვის საშუალებას მისცემს,“-აცხადებს სვანაძე.

რაც შეეხება საექსპორტო ბაზრებს, "არტისიოს“ თანადამფუძნებელი განმარტავს, რომ სწრაფად გაზრდისა და განვითარებისათვის მათი ამჟმინდელი სამიზნე ბაზარი ამერიკაა.

სვანაძის განმარტებით, გარდა ამერიკისა, მათთვის საინტერესო ასევე ისეთი განვითრებადი ქვეყნებია, სადაც რეალიზებული ნივთების უმრავლესობა სწორედ აუქციონის მეშვეობით ხდება.  

მისივე ცნობით, ბოლო თვეების განმავლობაში სტარტაპი მნიშვნელოვნად გაფართოვდა, მათ შორის, თანამშრომლობენ რამდენიმე მსხვილ მომხმარებელთან. მათ რამდენიმე დღის წინ აქტიურად დაიწყეს „არტისიოს“ სისტემის გამოყენება, რაც კომპანიას ბაზრის ადვილად ათვისებაში მნიშვნელოვნად დაეხმარება.

ცნობისთვის, „არტისიო“ ონლაინ აუქციონების მართვის კომპლექსური პლატფორმაა, რომელიც აუქციონების ბიზნესში ჩართულ ყველა რგოლს აერთიანებს. კომპანიამ რეგიონალურ კონკურსში „სტარტაპების მსოფლიო თასი“ გაიმარჯვა და Startup World Cup-ში მიიღებს მონაწილეობას.

Startup World Cup გლობალური მარათონია, რომელიც კალიფორნიაში გაიმართება და გამარჯვებული Pegasus Tech Ventures-ისგან ინვესტიციის სახით 1 მილიონ დოლარს მიიღებს.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023