სტარტაპი
03/05/2021

"ბაბისიას" ზღაპრის გმირებით ილუსტირებული ჩარჩოები – რა გეგმები აქვს ახალ საბავშვო ბრენდს

„ბაბისია“ ახალი საბავშვო ბრენდია, რომელიც მომხმარებლებს ეკოლოგიურად სუფთა, ორიგინალურ პროდუქციას სთავაზობს - ზღაპრის პერსონჟით ილუსტრირებულ ჩარჩოებს, სიმაღლის საზომს სახაზავებს, მობაილებს და ა.შ.

სტარტაპის დამფუძნებელი ბარბარე მაჭავარიანი „ბიზნესპარტნიორთან“ ამბობს, რომ დიდხანს ფიქრობდა დამატებით რა დატვირთვა ჰქონოდა მის ილუსტრაციებს, სწორედ აქედან გაჩნდა „ბაბისიას“ იდეაც და დაიწყო ჩარჩოების შექმნა.

„ვფიქრობ, ბავშვები ასე უფრო მარტივად შეძლებენ გაითავისონ და იმოგზაურონ მათთვის საყვარელ ისტორიებსა და ზღაპრებში, თანაც ბოლო პერიოდში ვაკვირდები, რომ სულ უფრო იშვიათად იბეჭდება ფოტოები, „ბაბისია“ კი ერთგვარი წახალისებაც იქნება ამ თვალსაზრისით. დასაწყისში, პანდემიური სიტუაციიდან გამომდინარე ვფიქრობდით, რომ შეიძლება მოთხოვნა არ ყოფილიყო, თუმცა გაყიდვებმა მოლოდინს გადააჭარბა.  

მნიშვნელოვანია, რომ პროდუქცია არის ეკოლოგიურად სუფთა და უსაფრთხო ბავშვებისთვის. მხოლოდ სექტემბრიდან გამოვჩნდით ბაზარზე და უკვე რამდენიმე სახეობის ორიგინალურ ნივთს ვქნით. 26- მდე ილუსტირებული წიგნის ავტორი ვარ და ყოველთვის საბავშვო მიმართულება მომწონდა, ბევრად კომფორტულად ვგრძნობ თავს და ბაბისიაც სწორედ საბავშვო პროდუქტების შექმნაზე იქნება ორიენტირებული,“ - აღნიშნავს, ბარბარე მაჭავარიანი.

ამ ეტაპზე, „ბაბისიას“ პროდუქციის შეძენა შესაძლებელია ონლაინ, Facebook გვერდის საშუალებით, მაღაზია "ბიბლუსის" და "ლიბრას" რამდენიმე ფილიალში, ასევე ონლაინ პლატფორმაზე. კომპანია მუშაობს ინდივიდუალურ შეკვეთებზეც.

„ახლახანს დავამატეთ გასაფერადებელი ჩარჩოები, რომელზეც კონტურებია დატანილი და ბავშვები თავისი ხელით აფერადებენ. სამომავლოდ, ვგეგმავთ საბავშვო ბაღებთან და სკოლებთან თანამშრომლობას, რადგან არის ეკოლოგიურად სუფთა და ბავშვის განვითარებაზე მორგებული პროდუქტი. განვიხილავთ შემოთავაზებებსაც. ასევე, გვინდა საგრანტო კონკურსში მონაწილეობა, რომ მოვაწყოთ სახელოსნო, სადაც ერთ სივრცეში იქნება შესაძლებელი პროდუქციის წარმოება,“ –ამბობს სტარტაპის დამფუძნებელი.

მეწარმეთა პოპულარიზაცია ხორციელდება "ბიზნესპარტნიორის" მიერ მეწარმეთა ასოციაციასთან თანამშრომლობით.

 
 
Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023