სტარტაპი
11/11/2020

ჩვენი მიზანი 1 წელში მილიონ მომხმარებლამდე გასვლაა – ქართული ინტერნეტ ბრაუზერი Stack

GITA-ს 650 000 ლარიანი საგრანტო პროგრამის მე-2 რაუნდში გამარჯვებულმა კომპანია Stack-მა ინოვაციების სააგენტოსთან საგრანტო ხელშეკრულება გააფორმა. Stack–ის თანადამფუძნებელი გიორგი ლალიაშვილი „ბიზნესპარტნიორთან“ აღნიშნავს, რომ სტარტაპმა GITA-ს საგრანტო კონკურსში წლის დასაწყისსი გაიმარჯვა, თუმცა თანადაფინანსებისთვის საჭირო სახსრები ახლახანს საერთაშორისო ინვესტიციის სახით მოიპოვა.

„ეს საშუალებას გვაძლევს პროექტის განხორციელება დავიწყოთ. მიღებული თანხა გაწერილია 12 თვეზე. ამ დროის განმავლობაში ჩვენი მთავარი ამოცანაა, არსებული მომხმარებლების უკუკავშორის, იდეების და განვითარების შესახებ რჩევების გათვალისწინება, რასაც პირველ რიგში განვახორციელებთ. ასევე, STACK-ს სხვადასხვა ოპერაციული სისტემებისთვის გავხდით ხელმისაწვდომს, მაგალითად მობილურისთვის. შევქმნით დამატებით ფუნქციონალს, რაც გაამარტივებს ინტერნეტთან მუშაოობას. ჩვენი მიზანია, უფრო ფართო სამომხმარებლო სეგმენტის მოცვა და 1 წლის განმავლობაში მილიონ მომხმარებლამდე გასვლა,“– აღნიშნავს გიორგი ლალიაშვილი.

კომპანიამ 2018 წლის ნოემბერში დაიწყო ოპერირება და ამ დროისთვის 60 000-მდე მომხმარებელი ჰყავს. აქედან STACK–ს აქტიურად იყენებს - 20 000. ყველაზე ბევრი მომხმარებელი კი იაპონიაში, ამერიკაში, ასევე სამხრეთ კორეასა და შემდეგ უკვე ევროპის ქვეყნებში ჰყავს.

„საქართველოში საკმაოდ ცოტა მომხმარებელი გვყავს, რადგან თავიდან STACK–ი გათვლილი იყო Apple-ის ოპერაციულ სისტემაზე. მოგვიანებით, გამოვუშვით Windows-ზეც, ქართულ ენაზე და ამის შემდეგ გაიზარდა ქართველ მომხმარებელთა რაოდენობა.

„გრანტების მიღებამ დადებითად იმოქმედა ჩვენს განვითარებასა და წარმატებაზე. პირველი გარე ინვესტიცია იყო GITA-სგან, რამაც ხელი შეუწყო ინვესტორების მხრიდან დაინტერესებას და STACK-ის პოპულარიზაციას. ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ საგრანტო აპლიკაციებს, საერთაშირისო კომიტეტი აფასებს. ამ პროცესში დიდ ცოდნას და გამოცდცილებას იღებ და შედეგის მიუხედავად მაინც გამარჯვებული ხარ. ყელა დამწყებ სტარტაპს ვურჩევ მონაწილეობა მიიღოს მსგავს კონკურსებში,“– ამბობს STACK-ის თანადამფუძნებელი.  

ჯამში მოვიზიდეთ 1 მლნ დოლარის ინვესტიცია, აქედან 230 000 დოლარი არის გრანტი, დანარჩენი ქართული და საერთაშორისო ინვესტიციებია.

Stack საერთაშორისო სტარტაპია, რომელიც ინტერნეტ ბრაუზერის ქართულ ალტერნატივას ქმნის. მისი საშუალებით, Facebook, Twitter, Instagram, Linkedin-ითა და სხვა სოციალური პლატფორმებით სარგებლობა ერთდროულად არის შესაძლებელი. კომპანიამ ოპერირება 2018 წლის ნოემბერში დაიწყო.

Stack პირველი ქართული კომპანიაა, რომელშიც სილიკონის ველის 500 Startups-მა, ჰოლანდიურმა უმსხვილესმა საინვესტიციო ფონდმა Peak Capital-მა და "ენჯელ ინვესტორებმა" განახორციელეს ინვესტიცია.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023