სტარტაპი
09/10/2020

Cyber-Lawyer მომხმარებლებს იურიდიული დოკუმენტების მომზადების ონლაინ პლატფორმას სთავაზობს

GITA-ს გამარჯვებული სტარტაპი Cyber-Lawyer-ი მომხმარებელს გამარტივებულ იურიდიულ სერვისს სთავაზობს.

Cyber-Lawyer–ის თანადამფუძნებელის ლევან გორელაშვილის თქმით, პროექტის ინოვაციურობა იმაშია, რომ მომხმარებლებს შესაძლებლობა ექნებათ იურიდიული  დოკუმენტები მოამზადონ იურისტის დახმარების გარეშე. ასევე, მცირე და საშუალო  ბიზნესის წარმომადგენლებს ნაკლებად მიუწვდებათ ხელი იურიდიულ მომსახურებაზე, და ხშირად სათანადო დოკუმენტების არარსებობის გამო პრობლემები ექმნებათ.

„ვებგვერდზე შესვლის შემდეგ, მომხმარებელს შეუძლია აირჩიოს სასურველი დოკუმენტი, ეს იქნება შრომის ხელშეკრულება, ქირავნობის ხელშეკრულება და ა.შ. ამის შემდგომ საჭიროა კიბერიურისტის მიერ დასმულ კითხვებზე პასუხის გაცემა და მომხმარებლის პასუხების შესაბამისად მოხდება კონკრეტული დოკუმენტის გენერირება, რომელიც არ იქნება შაბლონური, არამედ იქნება ინდივიდუალიური იურიდიული დოკუმენტი.

კიბერიურისტში თავმოყრილი იქნება სხვა ადამიანი იურისტების იურიდიული ცოდნა და გამოცდილება, რაც მას მეტ კვალიფიკაციას მისცემს. რაც მთავრია, უფრო იაფია, რადგან თითო დოკუმენტის ფასი დაახლოებით 5 ლარი იქნება. ასევე შესაძლებელია ყოველთვიური მომსახურების გამოწერა, რომლის ღირებულება 30–50 ლარი იქნება. მთავარი ტექნიკური გადაწყვეტა რაც ამ პროექტს აქვს არის ის, რომ მომხმარებლის პასუხები დაკავშირდეს ბაზაში არსებულ ჩანაწერებთან, რომ ბაზიდან ის პუნქტები შეარჩიოს, რომელსაც კონკრეტული მომხმარებლის იურიდიული მოცემულობა საჭიროებს

ვფიქრობთ, დეკემბერში ან იანვარში მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომი გახდება ჩვენი ვებპლატფორმა და აპლიკაცია,“ – აღნიშნავს ლევან გორელაშვილი.  

მისივე თქმით, GITA-ს თანადაფინანსების პროგრამაში მოგებული გრანტის 57% მარკეტინგისთვის, 17% იურიდიული გუნდის ხელფასებისთვის და დანარჩენი IT დეველოპმენტისთვის დაიხარჯება.

„GITA-ს მხრიდან ამ პროექტის შესრულება, ყველა ეტაპზე, არის უმაღლესი ხარისხის. ძალიან დიდი გამოცდილება მივიღე. ფასდაუდებელია ის რაც ამ პრექტმა მოგვცა. მაღალი დონის სპეციალისტები, ტრენინგები, საინტერესო და წარმატებულ ადამიანებთან კომუნიკაცია.

Cyber-Lawyer–მა შარშან გაიმარჯვა „თიბისის“ კონკურსში და 15 ათასი ლარით დაფინანსდა. ასევე ავიღეთ სტარტაპ სესხი, რაც IT დეველოოპმენტისთვის გვჭირდებოდა. ამას დაემატა პირადი ინვესტიციებიც პარტნიორების მხრიდან და დღეის მდგომარობის პროექტზე დახარჯულია 80 ათასი ლარი,“– ამბობს ლევან გორელაშვილი "ბიზნესპარტნიორთან".

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023