სტარტაპი
05/05/2023

დავით ნარმანიამ ნეტო აღრიცხვის შესახებ საქართველოს გამოცდილებაზე მოლდოვაში გამართულ ფორუმზე ისაუბრა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ მოლდოვაში, ქ. კიშინოვში გამართულ ფორუმში - „კიშინიოვის ურბანულ-სოციალური ფორუმი - 2023” (Urban Social Forum Chisinau – 2023) მიიღო მონაწილეობა. სემეკის თავმჯდომარემ, როგორც მიწვეულმა სპიკერმა,  ენერგოეფექტური ქალაქის შესახებ თემატურ პანელზე წარადგინა პრეზენტაცია  საქართველოში ენერგოეფექტურობისა და ნეტო-აღრიცხვის შესახებ. 

ფორუმში მონაწილეობდნენ მოლდოვის სამთავრობო, არასამთავრობო სექტორის, სხვადასხვა პროფესიული ასოციაციების წარმომადგენლები, ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები. სემეკის თავმჯდომარესთან ერთად ფორუმში მონაწილეობა მიიღო სემეკის წევრმა, გოჩა შონიამ.

ურბანულ-სოციალურ ფორუმის ფარგლებში მონაწილეებმა იმსჯელეს ენერგოეფექტური ქალაქების განვითარებაზე, ენერგოუსაფრთხოებისა და კლიმატის ცვლილებების საკითხებზე. პანელურ დისკუსიებზე განიხილეს სამუშაო ადგილების შექმნის ხელშეწყობისა და ეკონომიკური განვითარების საკითხები სხვადასხვა ქვეყნებში. 

 

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023