სტარტაპი
12/11/2020

GITA-ს მხარდაჭერით სტარტაპ გრაინდი ევროპისა და აზიის ტექნოლოგიურ კონფერენციას მასპინძლობს

თბილისი სტარტაპ გრაინდის ევროპა-აზიის ტექნოლოგიურ კონფერენციას ვირტუალურად მასპინძლობს. ღონისძიებას 5 000-ზე მეტი მონაწილე და 100-ზე მეტი უმაღლესი რანგის სპიკერი ეყოლება და სტარტაპ გრაინდის ორგანიზებით გამართული ყველაზე მასშტაბური ონლაინ ღონისძიება იქნება მსოფლიოში.

სამდღიანი ვირტუალური კონფერენცია საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსთან პარტნიორობით იმართება და მოიცავს 20-ზე მეტ თემატურ სესიას, სტარტაპ პროგრამას, მასტერკლასებსა და სემინარებს. ღონისძების სპიკერებს შორის არიან მილიარდ დოლარიანი ტექნოლოგიური კომპანიების დამფუძნებლები და ინვესტორები უმსხვილესი ვენჩურული ფონდებიდან. კონფერენციის ფარგლებში, სტარტაპები 35-ზე მეტი ქვეყნიდან, ერთმანეთს სტარტაპ პროგრამის ფარგლებში შეეჯიბრებიან. მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ მოუსმინონ მსოფლიოს წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიების დამფუძნებლებს, პირისპირ გაესაუბრონ ინვესტორებს და დაფინანსების მოსაპოვებლად საკუთარი პროექტები წარუდგინონ, გაიცნონ სხვა ქვეყნების სტარტაპების წარმომადგენლები და დაგეგმონ სამომავლო თანამშრომლობა.

ვინაიდან, COVID-19-ით გამოწვეული პანდემია საქართველოსა და მსოფლიოსთვის ერთგვარ გამოწვევად იქცა, განსაკუთრებული მასშტაბი შეიძინა და სრულიად შეცვალა  ცხოვრების ყოველდღიური რიტმი, კონფერენციაზე პანდემიით გამოწვეულ ცვლილებებსა და ახალ გარემოსთან სტარტაპებისა თუ ბიზნესის ადაპტირებაზეც ისაუბრებენ. საერთაშორისო სპიკერები კი მონაწილეებს მსოფლიოსა და ცალკეული ქვეყნების მაგალითებს გაუზიარებენ.

ღონისძიება საქართველოს ბანკთან, აჭარაბეთთან და USMAC-თან პარტნიორობით ხორციელდება.

სტარტაპ გრაინდი ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური საერთაშორისო გაერთიანებაა სტარტაპებისთვის, რომელიც 125-ზე მეტი ქვეყნიდან, 2 მლნ-ზე მეტ ანტრეპრენერს აერთიანებს. Startup Grind Europe Asia Connect-ის პირველი საერთაშორისო კონფერენცია თბილისში 2019 წელს გაიმართა, რომელსაც 1,700-ზე მეტი მონაწილე და 40-ზე მეტი სპიკერი ესწრებოდა. ღონისძიების ძირითადი მიზანი მსოფლიოს მასშტაბით ცოდნის გაზიარება, მნიშვნელოვანი კავშირების დამყარება, სტარტაპ საზოგადოების ფორმირება და ეკოსისტემის განვითარებაა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023