სტარტაპი
26/01/2021

გუნდი “მკვლევარი“ GITA-ს დაფინანსებით აშშ-ში ტექნოლოგიების საზაფხულო ბანაკში გაემგზავრება

2020 წლის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის მეორე ადგილზე გასული გუნდი ,,მკვლევარი“ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) დაფინანსებით აშშ-ში ტექნოლოგიების საზაფხულო ბანაკში მიიღებს მონაწილეობას. გამარჯვებულ ახალგაზრდებს ტექნოპარკში GITA - ს თავმჯდომარემ ავთანდილ კასრაძე უმასპინძლა.

გუნდი ,,მკვლევარი“ საგარეჯოსა და თბილისის საჯარო სკოლების მოსწავლეებისგან არის დაკომპლექტებული. მათ შექმნეს ეკოლოგიური ნეფელომეტრი, რომლის საშუალებითაც გარემოში არსებული მტვრის ნაწილაკების ოდენობის განსაზღვრა და მონიტორინგია შესაძლებელი.  ხელსაწყო წარმოადგენს Arduino-ს ინტელექტუალური დაფის გარშემო ორგანიზებულ სისტემას, რომელიც სხვადასხვა მოდულებისა და მოწყობილობების გამოყენებით უზრუნველყოფს გაზომვის პროცესს დროში განსაზღვრული მიმდევრობებით და პროგრამული ალგორითმით. პროდუქტის მუშობის მექანიზმი და პრინციპი მკვეთრად განსხავავდება არსებული ძვირადღირებული გამზომი ხელსაწყოებისგან. მასში გაერთიანებულია, როგორც გარავიმეტრული, ასევე ნეფელომერტული მეთოდი.

ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი 2014 წლიდან ხორციელდება, აშშ-ის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით  და მიზნად ისახავს უფროსკლასელებში ინოვაციებისა და ახალი ტექნოლოგიების შექმნის წახალისებას. კონკურსში მონაწილე გუნდები წარმოადგენენ მათ მიერ შექმნილ პროექტებს საბუნებისმეტყველო, საინჟინრო და ტექნოლოგიურ (STEM) დარგებში, ისეთ მიმართულებებში, როგორიცაა: კოსმოსი და ავიაცია; რობოტექნიკა; მობილური ტექნოლოგიები და აპლიკაციები; გარემოს დაცვა; ჯანდაცვა და კვება.

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023