სტარტაპი
05/06/2023

ქართული სტარტაპის პირველი საერთაშორისო ექსპანსია - "ბილიკი" ბალტიისპირეთის ბაზარზე შევიდა

ტურისტული მარშრუტების გლობალური საბაზრო სივრცე ბილიკი, მისი დაარსებიდან პირველად, ოფიციალურად გავიდა საერთაშორისო ბაზარზე. საწყის ეტაპზე, აპლიკაციაში ბალტიისპირეთის სამივე ქვეყანის - ლიეტუვას, ლატვიისა და ესტონეთის სათავგადასავლო ტურები განთავსდება.

ბალტიისპირეთის მხრიდან ბილიკის პარტნიორი ტურისტული ორგანიზაცია Baltic Trails-ი გახდა, რომლის ქოლგის ქვეშ გაერთიანებულია 15 ადგილობრივი ორგანიზაცია და კომპანია.

Baltic Trails-სთან გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე ბილიკში განთავსდება 3560 კმ სიგრძის 176 ციფრული მარკირებული ტური. თითოეული მათგანი დაყოფილია სირთულის მიხედვით, მოიცავს როგორც მარტივ, ასევე საშუალო და რთულ სალაშქრო-სათავგადასავლო მიმართულებებს, რომლებიც გამდიდრებულია დეტალური ტექსტური ინფორმაციით, ფოტო მასალით, რჩევებითა და რეკომენდაციებით.

პარტნიორობა მიზნად ისახავს ოთხი ქვეყნის ტურისტული რესურსებისა და მარშრუტების პოპულარიზაციას, ჩვენი ქვეყნების თანამშრომლობის გაღრმავებას ტურისტული მიმართულებით და მეტი საერთაშორისო ტურისტის მოზიდვას ბალტიის პირეთსა და საქართველოში.

Baltic Trails არის ევროკავშირის ფარგლებში არსებული “ევროკავშირის მოლაშქრეთა ასოციაციის” მიერ მხარდაჭერილი ორგანიზაცია, რომელიც ხელს უწყობს მოცემულ რეგიონში მდგრადი ტურიზმის განვითარებას, ტურისტული პოტენციალის გაზრდას და ველური ბუნების პოპულარიზაციას.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023