სტარტაპი
30/07/2020

ქართულმა სტარტაპმა “ელექსირი” ამერიკული ლიცენზია მოიპოვა

"ელექსირის" მაღალტექნოლოგიურმა საწარმომ ამერიკის შეერთებულ შტატებში კვების უსაფრთხოებისა და სანიტარული ნორმების დაცვის კონტროლი წარმატებით გაიარა და NSF-ის ხარისხის სერტიფიკატი მოიპოვა.

"NSF ამერიკული ორგანიზაციაა, რომლის სერტიფიკატის მოპოვებაც მკაცრი შემოწმების პროცედურების გავლას მოითხოვს. ეს გვაძლევს საშუალებას მომხმარებელთან კომუნიკაცია უფრო თამამად და მკვეთრად თარგეთირებულად შევძლოთ. მუდმივად ვცდილობთ მომხმარებლის ცნობიერება ავამაღლოთ და ამისთვის სხვადასხვა კამპანიას ვახორციელებთ,“ – ამბობს "ბიზნესპარტნიორთან" "ინო ლაბის" დირექტორი.

პაპუნა პაპიაშვილის თქმით, კვების სფეროში NSF–ის სერთიფიკატი ადასტურებს, რომ „ელექსირის“ პროდუქცია უსაფრთხოა ადამიანებისთვის, ცხოველევისთვის და ამავდროულად აქვს სადეზინფექციო თვისებები, რაც COVID 19 – ის პირობებში ძალიან მიშვნელოვანია.

ელექსირი 40–მდე სხვადასხვა სახის ჰიგიენურ ხსნარს აწარმოებს, რომელიც გამოიყენება, სანიტარიზაციისთვის, დეზინფექციისა და  აგრონომული დანიშნულებით. დისტრიბუციის გარდა, კომპანიას აქვს სადეზინფექციო მომსახურება.

ეკოლოგიურად სუფთა, მაღალტექნოლოგიური, ხსნარი  „ელექსირი“ აფრიკის, ბრაზილიისა და ევროკავშირის ქვეყნების  ბაზარზე გასვლას გეგმავს. პროდუქტი უკრაინაში უკვე არსებობს. ამავდროულად მოლაპარაკებები მიმდინარეობს „ელექსირის“ პროდუქციის ევროკავშირის ბაზარზე გატანასთან დაკავშირებით.

მუდმივი ლაბორატორიული კონტროლის შედეგად, „ელექსირის“ მინიჭებული აქვს საერთაშორისო სერტიფიკატები სხვადასხვა მიმართულებით:

ხარისხის მართვა ISO 9001; სურსათის უვნებლობა ISO 22 000; გარემოს უსაფრთხოება ISO 14 00; საერთაშოეისო Q ხარისხის ნიშანი, ამერიკული სერტიფოცირება NSF, ECHA მთელი ევროკავშირის ტერიტორიაზე ნებართვა სადეზინფექციო საშუალებების წარმოებაზე და ა.შ.

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023