GETTY IMAGES
სტარტაპი
15/03/2022

ქართველი ანტრეპრენერების NFT სტარტაპმა Rarify $10 მლნ-ის ინვესტიცია მოიზიდა

ქართველი ანტრეპრენერის NFT-სტარტაპმა Rarify, A საინვესტიციო რაუნდზე $10 მლნ–ის ივესტიცია მოიზიდა, $100 მილიონიანი ვალუაციით, ვენჩურული კაპიტალის კომპანია Pantera Capital-ისგან, რომელიც ერთ-ერთი პირველი კრიპტომიმართულებაზე ორიენტირებული ფონდია.

როგორც ჩანს, Pantera-ს ყურადღება Rarify-ის პროგრამულმა უზრუნველყოფამ მიიქცია, რომელიც NFT-ების შექმნასა და გაყიდვას ამარტივებს.– ამის შესახებ ინფორმაციას Forbes-ი ავრცელებს. 

"დღეისათვის უმსხვილეს NFT-პლატფორმაზე OpenSea შეღწევა 14-ნაბიჯიანი პროცესია, რომლის ჩამოყვანა სულ რაღაც სამ ეტაპამდე გვსურს"–ამბობს, სტარტაპის დამფუძნებელი რევაზ წივწივაძე. 

მომავალში, Rarify–ს შეუძლია შექმნას გარკვეული ტიპის საინვესტიციო პროგრამული უზრუნველყოფა NFT-ების საინვესტიციო ღირებულების შესაფასებლად, რომლებიც რჩება არასტაბილურ და დაურეგულირებელ აქტივების კლასად.– წერს, Forbes-ი. 

რევაზ წივწივაძე 5 წელი კომპანია Shutterstock-ის პროდუქტის მენეჯერის პოზიციაზე მუშაობდა. აღსანიშნავია, რომ გასულ წელს, Shutterstock-მა ხელი მოაწერა Rarify-ის ტექნოლოგიის ტესტირების შესახებ ხელშეკრულებას. საწყისი რაუნდის ინვესტიციის მოცულობამ $3 მილიონი შეადგინა.

ამ ეტაპზე, სტარტაპის 14 თანამშრომლიდან ოთხი, მათ შორის მთავარი ტექნოლოგიების ოფიცერი და ინჟინერიის ხელმძღვანელი უკრაინაში იმყოფებიან. 

"ისინი ამ დროისათვის უკრაინის ორ უმსხვილეს ქალაქში, კიევსა და ხარკოვში არიან, რომლებიც ყველაზე ცხელ წერტილებს წარმოადგენენ", − განმარტავს სტარტაპის თანადამფუძნებელი, ლაშა ანთაძე.   

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023