სტარტაპი
01/11/2022

"კერნელი" პაკისტანის, ნიგერიის და ბანგლადეშის ბაზარზე შესვლას გეგმავს

ინვოისირებისა და ფინანსური ხელსაწყოების ქართული პლატფორმა „კერნელი”, რომელიც მცირე ბიზნესებს ოპერაციების გაციფრულებაში ეხმარება, ახალი ბაზრების ათვისებას გეგმავს. როგორც „ბიზნესპარტნიორს“ სტარტაპის დამფუძნებელმა ბექა დალაქიშვილმა განუცხადა, განიხილება პაკისტანის, ნიგერიის და ბანგლადეშის ბაზარზე შესვლა.

„ამ ეტაპზე, ინდოეთსა და ფილიპინებში ვოპერირებთ, გვყავს 60 ათასამდე რეგისტრირებული მომხმარებელი, აქედან ნახევარი არის ინდოეთში და ამჟამად, სრულად ვფოკუსირდებით ინდოეთის ბაზარზე. 1 კვირაში ვგეგმავთ ინდოეთში წასვლას კონკრეტული ურთიერთობების კიდევ უფრო გასაღრმავებლად. რაც შეეხება პაკისტანს, ნიგერიასა და ბანგლადეშს - ეს ბაზრები ჩვენს სამომავლო გეგმებში შედის“,- აღნიშნა ბექა დალაქიშვილმა. მისივე თქმით, სტარტაპი საქართველოშიც ოპერირებს, თუმცა ბაზრის მცირე მოცულობიდან გამომდინარე, მასზე არ არის კონცენტრირებული.

ცნობისთვის, „კერნელს“ 3 წლის განმავლობაში, ინვესტიციის სახით, 600 დოლარზე მეტი აქვს მოზიდული.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023