სტარტაპი
30/09/2020

კრიპტო გადახდის პლატფორმა CityPay.io GITA-ს გამარჯვებულია - რას გეგმავს სტარტაპი

ბექა ქემერტელიძის სტარტაპი GITA-ს გრანტების პროგრამის გამარჯვებულია. CityPay.io - კრიპტო გადახდის მიღების პლატფორმაა, რომელიც პარტნიორ კომპანიებს საშუალებას აძლევს გადახდები მიიღონ სასურველ ვალუტაში კონვერტაციით.

„დაახლოებით ერთი წლის წინ დავიწყეთ იდეაზე მუშაობა და ამ პერიოდში 100 000 დოლარის ინვესტიცია უკვე განვახორციელეთ პარტნიორ კომპანიასთან ერთად. საქართველოს გარდა რეგისტრირებული ვართ თურქეთში და ახლა ვაპირებთ ესტონეთში შესვლას. პლატფორმის ბეტა ვერსია 3 თვის წინ გაეშვა, ამ ეტაპზე უკვე 50 პარტნიორი კომპანია გვყავს და უახლოეს პერიოდში გადავდივართ სრულყოფილ ვერსიაზე.

GITA-ს თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში მოვიპოვეთ 100 000 ლარიანი გრანტი, რომლის 90% დაიხარჯება მარკეტინგული ღონისძიებებისთვის, რომ საერთაშორისო ბაზარზე გავიდეთ. მოლაპარაკებები გვაქვს ინვესტორებთან, რომლებიც სწორედ GITA-ს შემდეგ გამოჩდნენ და დაინტერესდნენ ჩვენით,“ – აღნიშნავს ბექა ქემერტელიძე.

მისივე თქმით, იმ გამოცდილებამ, რაც გრანტის მოპოვების პროცესსში მიიღო, რადიკალური ცვლილებებისკენ უბიძგა.

„საგრანტო პროგრამისთვის მზადების პროცესში დავინახეთ ის პრობლემები, რასაც აქამდე ვერ ვხედავდით. ასევე ძალიან ბევრი შესაძლებლობა და პოტენციალი აღმოვაჩინეთ ჩვენი პლატფორმის ირგვლივ. ზუსტად ეს გვჭირდებოდა, იმისთვის რომ გადავდგათ პირველი ნაბიჯები და გავიდეთ გლობალურ ბაზარზე,“ – ამბობს CityPay.io– დამფუძნებელი.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023