სტარტაპი
12/03/2021

"მოურიე" - სტარტაპი ცხელი შოკოლადისთვის საჭირო ინგრედიენტებით

პანდემიურ მოცემულობაში ქართულ ბაზარზე კიდევ ერთი ახალი კომპანია გამოჩნდა. ეს არის სტარტაპი ქუთაისიდან - გემრიელი ცხელი შოკოლადისთვის საჭირო ნედლეულის ნარევით.

„მოურიე“ - ასე დავარქვით ჩვენს წამოწყებას, იდეა 3 თვის წინ გამიჩნდა, როდესაც მეგობრისთვის საჩუქრის შერჩევის პროცესში, მსგავსი პროდუქტი ქართულ ბაზარზე ვერ ვიპოვე. რამდენიმე ინტერნეტ მაღაზია და 2 კვირა დამჭირდა საჩუქრისთვის საბოლოო სახის მისაცემად. საჩუქრით გამოწვეულმა აღფრთოვანებამ და მომზადების პროცესში ექსპერიმენტებით აღმოჩენილმა ახალმა გემოებმა, მიგვიყვანა იდეამდე, შეგვექმნა გემრიელი და ხარისხიანი ცხელი შოკოლადის მიქსები. ჩავთვალეთ, რომ პანდემიით გამოწვეული ახალი რეალობის პირობებში, საკუთარი ხელით, 5 წუთში მომზადებული გემრიელი სასმელი, საინტერესო იქნებოდა მომხმარებლისთვის," - საუბრობს „ბიზნესპარტნიორთან“ „მოურიეს“ თანადამფუძნებელი მინდია ჩარქსელიანი.

გემოების დახვეწას და ბრენდირებას რამდენიმე თვე დასჭირდა, მზა პროდუქტი კი მომხარებელმა თებერვალში გაიცნო. კლასიკური, ცხარე, კარამელი, ესპრესო - ოთხი სახეობის ცხელი შოკოლადის ნარევს ახლო მომავალში კიდევ რამდენიმე უნდა დაემატოს. პროდუქცია ონლაინ იყიდება, შეთავაზებაშია საკურიერო მომსახურებაც მთელი საქართველოს მასშტაბით.

„სტარტისთვის გამოვიყენეთ საკუთარი ფინანსური რესურსი, დიდი ენთუზიაზმი და ბევრი სიყვარული. ვქმნით პროდუქტს, რომლის მომზადებაც დიდ დროს და ძალისხმევას არ საჭიროებს. ერთი ინგრედიენტის დამატებით, შესაძლებელია მარტივად მომზადდეს ცხელი შოკოლადი, რომელიც ამაღლებს განწყობას და ქმნის მყუდრო გარემოს. იმედი გვაქვს, მალე უფრო მეტი ადამიანი გაგვიცნობს და შეგვიყვარერებს," - აცხადებს მინდია ჩარქსელიანი.

გარდა ცალკეული სახეობებისა, კომპანია მომხარებელს გემოების კომბინაციით შექმნილ ორი ტიპის სასაჩუქრე ყუთსაც სთავაზობს.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023