სტარტაპი
29/09/2020

Natali's Handmade Accessories-ის ნამუშევრები თბილისის აეროპორტში გაიყიდება

Natali's Handmade Accessories–ის ნამუშევრები თბილისის აეროპორტში გაიყიდება.

როგორც "ბიზნესპარტნიორთან" ბრენდის დამფუძნებელმა ნათია მელაძემ განაცხადა, ბრენდი მომხმარებელს მაღალი ხარისხის ხელნაკეთ ბროშებს, საყურეებს, თმის სამაგრებს, ჩანთებს და სხვა აქსესუარებს სთავაზობს.

განსხვავებული და ორიგინალური აქსესუარები გათვლილია ყველა საფასო სეგმენტსა და ნებისმიერ მსურველზე. 

„მალე, ჩვენი ნამუშევრები თბილისის აეროპოტში გაიყიდება. სამომავლო გეგმაში გვაქვს ასევე საკუთარი მაღაზიისა და სახელოსნოს გახსნა. ამ ეტაპზე, ონლაინ გაყიდვებია პრიორიტეტული, სიტუაციიდან გამომდინარე ვცდილობთ კიდევ უფრო დავხვეწოთ ეს მიმართულება. ვაკეთებთ წამახალისებელ გათამაშებებს და საინტერესო შეთავაზებებს მომხმარებლებისთვის. რაც შეეხება მასალას, უმეტესად ადგილობრივ ბაზარზე ვყიდულობ, თუმცა ნაწილი უცხოეთიდან შემოგვაქვს. პანდემიის დროს მასალის შეძენა გართულებული იყო, რადგან მაღაზიები დაკეტილი იყო,“–აღნიშნავს ნათია მელაძე.

Natali's Handmade Accessories–ის წარმომადგენლის თქმით, COVID19-ის გამოწვევებს მარტივად გაუმკლავდნენ, თუმცა იყო პრობლემები, როგორც საჭირო მასალის შეძენის ასევე გადაადგილება/მიწოდების მხრივ.

„კარანტინის პერიოდში, გაყიდვები თითქმის 50%–ით შემცირდა, თუმცა ახლა მოთხოვნაც გაზრდილია და სიტუაციაც დასტაბილურდა, თუ მასალის შემოტანის პრობლემა არ იქნება, ვფიქრობ ჩვეულ სამუშაო რიტმს დავუბრუნდებით,“– ამბობს დამფუძნებელი.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023