სტარტაპი
27/02/2021

Pevaton-ი საცალო მოვაჭრეებს ევროპულ ბრენდებთან დააკავშირებს - GITA-ს გამარჯვებული სტარტაპის გეგმები

Pevaton-ი ალგორითმების დახვეწას და საიტის განვითარებაზე იწყებს ზრუნვას, გეგმების განხორციელებას ქართული სტარტაპი GITA–ს 100 000 ლარიანი გრანტით გეგმავს, რომელიც რამდენიმე დღის წინ მოიპოვა.

Pevaton-ი პლატფორმაა, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს აღმოსავლეთ ევროპულ ბრენდებს და მცირე დამოუკიდებელ მაღაზიებს. მისი დამფუძნებელი ლევან ასანიძე „ბიზნესპარტნიორთან“ ამბობს, რომ ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს 100 000 ლარიანი გრანტის 30% სწორედ პროდუქტის განვითარებაზე, ალგორითმების დახვეწასა და საიტის განვითარებაზე დაიხარჯება, დანარჩენი კი კომპანიების მოზიდვსა და ტრანზაქციებზე გადანაწილდება.

„GITA–ს გრანტი ჩვენთვის არის საწყისი კაპიტალი, დამატებითი ფულადი რესურსის მისაღებად, ვმუშაობთ კერძო ინვესტორებთან საერთო ჯამში ვგეგმავთ 150 000$-ის ინვესტიციის განხორციელებას.

ამ ეტაპზე, ტანსაცმლის ბრენდებით დავიწყეთ ოპერირება. მაგალითად, ტანსაცმლის ბუტიკებს ძალიან უჭირთ პროდუქციის რეალიზაცია, ხშირად ჩამოტანილი საქონლის უმეტესობა გასაყიდი რჩება. ჩვენი პლატფორმის მეშვეობით შესაძლებელია 30–60 დღის განმავლობაში წაიღონ სასურველი პროდუქტი, გაყიდონ და აანაზღაურონ ღირებულება, სხვა შემთხვევაში დაგვიბრუნონ, რომ შემდეგ უკვე ჩვენს მეორად პარტნიორებთან მოვახდინოთ პროდუქციის გადაყიდვა. რაც მთავარია ბუტიკ შოპებს წვდომა ექნებათ მონაცემთა ბაზაზე, რაც მოხდება ხელოვნური ინტელექტის დახმარებით და ზუსტად ეცოდინებათ როდის, რა უკეთესად იყიდება,“ – აღნიშნავს ლევან ასანიძე.

ბრენდებსა და საცალო მოვაჭრეებს შორის კომუნიკაცია ვებ-პლატფორმის საშუალებით იქნება შესაძლებელი, რომელიც ამ ეტაპზე სატესტო რეჟიმშია გაშვებული. დაახლოებით 2 თვეში პლატფორმის სრულყოფილი ვერსია იქნება ხელმისაწვდომი, თუმცა ჯერ-ჯერობით კომპანია მობაილ აპლიკაციის გაკეთებას ჯერ არ გეგმავს.

„საგრანტო კონკურსის პერიოდში მიღებული გამოცდილება ძალიან დამეხმარა და სხვანაირად დამანახა როგორ შეიძლება ააწყო სტარტაპი, გაესაუბრო ინვესტორს და ა.შ. ასევე გავიცანი ისეთი ადამიანები, რომლებიც მზად არიან დახმარება გაგვიწიონ საერთაშორისო დონეზე. მიღებულ გრანტამდე, Pevaton–სთვის დახარჯულია 45 000$ დოლარამდე. სწრაფი ზრდისთვის და განვითარებისთვის დაახლოებით კიდევ 100 000$ მობილიზებას ვგეგმავთ,“ – ამბობს სტარტაპის დამფუძნებელი.

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ, GITA–მ მსოფლიო ბანკის პროექტის "ეროვნული ინოვაციების ეკოსისტემის” (GENIE) ფარგლებში თანადაფინანსების გრანტების პროგრამა 2020 წლის 17 ნოემბერს მეექვსედ გამოაცხადა. შემოსული 303 განაცხადიდან 20 გამარჯებული კომპანია საინვესტიციო კომიტეტმა დაასახელა, რომელიც დაკომპლექტებულია მაღალი დონის საერთაშორისო ვენჩურული ინვესტორებით მარვინ ლიაო, ჯონათან თაუერი, ტიმ ვაგნერი, ანილ გეჯუანი, შალვა დაუშვილი.

თანადაფინანსების გრანტების პროგრამის ხუთი რაუნდის ფარგლებში უკვე დაფინანსებულია 95 სტარტაპი.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023