სტარტაპი
07/10/2021

პროტოტიპირება და პროდუქტის ტესტირება - მედიალაბმა NASA Space Apps Challenge-ში მიიღო მონაწილეობა

მედიალაბმა NASA Space Apps Challenge 2021-ის კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც კოვიდ პანდემიის ფონზე ონლაინ რეჟიმში ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.

მედიალაბის თანამშრომლებმა ისეთ მნიშვნელოვან თემებზე ჩაატარეს ტრენინგი, როგორიცაა პროტოტიპირება და პროდუქტის გამოყენებადობის ტესტირება. ინოვაციური პროდუქტის შექმნამდე მისი პირველადი, სატესტო ვერსიის შექმნას არა მხოლოდ სტარტაპები, არამედ ისეთი დიდი ორგანიზაციებიც კი მიმართავენ როგორიც Google, Amazon და NASA-ა. ტრენინგის მიზანი პროტოტიპის შექმნის მიდგომებისა და მისი რეალურ მომხმარებელზე ტესტირების სწავლება იყო.

NASA Space Apps მსოფლიოში ყველაზე ფართომასშტაბიანი ჰაკათონია, რომელიც 225 სხვადასხვა ადგილას 48 საათზე დიდხანს მიმდინარებს და სხვადასხვა გამოწვევასთან გასამკლავებლად კოდერებს, მკვლევარებს, დიზაინერებს, მშენებლებს, ტექნოლოგიებსა და შემოქმედებით ადამიანებს აერთიანებს. Space Apps Challenge 2021 ისეთ გამოწვევებს და მიმართულებებს დაეთმო, როგორიც ხელოვნური ინტელექტი, პროგრამირება, გეიმინგი, მონაცემთა ორგანიზება და სხვა მნიშვნელოვანი საკითხებია.

NASA Space Apps Challenge 2021 Startup Büro-ს ორგანიზებით ჩატარდა. ღონისძიების მხარდამჭერი საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოა (GITA). ღონისძიებაში მონაწილეობა შეეძლო ყველა დაინტერესებულ პირს, ვისაც იდეა, ცოდნა და თემის მიმართ ინტერესი ჰქონდა.

მედიალაბი კომუნიკაციების კომისიის დაარსებული მედიააკადემიის ერთ-ერთი მიმართულებაა, რომელიც ციფრულ მედიაში საინტერესო პროექტების მხარდაჭერა-დაფინანსებას ისახავს მიზნად.

ეს არის ლაბორატორია, ინკუბატორი და ახალი შესაძლებლობები სტარტაპერებისთვის, რომლებიც ციფრული მედიის მიმართულებით შეიმუშავებენ საინტერესო პროექტებს. 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023