სტარტაპი
30/06/2022

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, 2 ივლისს თბილისის სტარტაპის დღე პირველად აღინიშნება

2 ივლისს, 18:30 საათზე, დოდო აბაშიძის 10-ში, თბილისში, პირველად აღინიშნება თბილისის სტარტაპის დღე.  თარიღის აღსანიშნავად დაგეგმილია არაერთი საინტერესო შეხვედრა. კონკრეტულად კი: ProductTank meetup & discussion - ღონისძიება პროდუქტის მენეჯერებისთვის, რომელზეც გამოცდილი სპიკერები კოდის არმქონე პროდუქტების შექმნაზე ისაუბრებენ. Founder Institute panel event -ზე კი წარმატებული მეწარმეები გლობალური სტარტაპის დაარსების გამოცდილებას მიმოიხილავენ.

ღონისძიების კიდევ ერთ ნაწილს წარმოადგენს  Fuckup Nights Tbilisi vol. 27, რომელზეც ტექნოლოგიური სტარტაპების დამფუძნებლები საკუთარი წარუმატებლობის ამბებს გააზაირებენ, რათა დამსწრეები შთააგონონ და ასევე, დაეხმარონ, არ გაიმეორონ იგივე შეცდომები.

თბილისის სტარტაპის დღესთან დაკავშირებით იქნება ნეთვორქინგის, ინვესტორებთან შეხვედრის შესაძლებლობა.

ორგანიზატორების ინიციატივით თბილისის სტარტაპის დღე 2 ივლისს, ყოველწლიურად აღინიშნება.

მეტი ინფორმაციისთვის გთხოვთ, ეწვიოთ ბმულს

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023