სტარტაპი
13/12/2021

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით Fuckup Nights Tbilisi-ის მორიგი შეხვედრა გაიმართება

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით 14 დეკემბერს Techstars-ის სტარტაპ კვირეულის ფარგლებში Fuckup Nights Tbilisi-ის მორიგი ღონისძიება გაიმართება. შეხვედრა Open Space-ში, 20:00 საათზე დაიწყება.

ღონისძიებას PAYZE-ს თანადამფუძნებელი და თანადირექტორი - კახა გელაშვილი, სპარკის გენერალური მენეჯერი - თამთა გველესიანი, WiFisher-ის კომუნიკაციების მიმართულების ხელმძღვანელი - გიორგი ნიშნიანიძე და Georgian Progress Group-ის თანადამფუძნებელი და თავმჯდომარე, გიორგი ბურდული გაუძღვებიან. ისინი ღიად ისაუბრებენ საკუთარ საქმიან მარცხებზე. შეხვედრას მოდერატორობას Kedari Ventures დაწყებითი ბიზნესის და ინოვაციების საინვესტიციო ფონდის მმართველი პარტნიორი, დიმიტრი ქუმსიშვილი გაუწევს.

ბილეთები ხელმისაწვდომია ბმულზე

ინფორმაციისთვის, Fuckup Nights მოძრაობა 2012 წელს, მექსიკაში დაიწყო და დღეისათვის უკვე მთელი მსოფლიოს მასშტაბით 90 ქვეყანასა და 320 ქალაქში მიმდინარეობს. ეს არის გლობალური მოძრაობა და ღონისძიებების სერია, სადაც წარმატებული ადამიანები საკუთარი პროფესიული მარცხის ისტორიებს ფართო აუდიტორიას უზიარებენ.

Techstars-ის სტარტაპ კვირეული კი 2010 წელს, კოლორადოს ქალაქ ბოლდერში დაიწყო და მას შემდეგ მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში ათასობით მეწარმეს უმასპინძლა. ღონისძიება კონფერენციებს, ვორკშოფებს, ჰაკათონებს, სტარტაპ ექსპოს და სხვა შეხვედრებს მასპინძლობს, რაც ხელს უწყობს როგორც სტარტაპების, ასევე, ადგილობრივი ანტრეპრენერული იდენტობის განვითარებას.

Techstars-ის სტარტაპ კვირეული საქართველოში 13 დეკემბრიდან 1 კვირის განმავლობაში მონაწილეებს ახალ ცოდნას, შესაძლებლობებსა და მოტივაციას გაუზიარებს.

Fuckup Nights Tbilisi სტარტაპ ბიუროს და Impact Hub Tbilisi-ის ორგანიზებით ხორციელდება.

ღონისძიების გენერალური პარტნიორი საქართველოს ბანკია. მხარდამჭერები კი - Grant Thornton Georgia, აქსელი - საქართველოს ანგელოზ ინვესტორთა ქსელი, ლურჯი ოკეანე, WiFisher და ჟუჟუნა არიან.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023