სტარტაპი
15/12/2021

სტარტაპერი და ელვისი მცირე ბიზნესის მხარდასაჭერად ერთიანდებიან

თიბისის პროგრამა სტარტაპერი და ელვისი მცირე ბიზნესების მხარდასაჭერად  ერთიანდებიან. სპეციალურად შენი სტარტაპისთვის ელვისზე სტარტაპერის კატეგორია შეიქმნა.

პარტნიორობის ფარგლებში, გეძლევა შესაძლებლობა, ელვისის აპლიკაციაში დაემატო სტარტაპერის კატეგორიაში და სრულიად უფასოდ ისარგებლოთ საშეღავათო პერიოდით თებერვლამდე.

ნებისმიერს სტარტაპს შეუძლია შეავსოს განაცხადი და ისარგებლოს ელვისის საკურიერო მიტანის სერვისით, რაც მნიშვნელოვანი მხარდაჭერა იქნება მათთვის მომხმარებელთან კომუნიკაციის თვალსაზრისით. მას შემდეგ შემდეგ მისამართზე რაც რეგისტრაციას გაივლით, ელვისის წარმომადგენელი დაგიკავშირდებათ.

ელვისი ქართული მაღალტექნოლოგიური მიტანის სერვისია, რომელიც პარტნიორი ობიექტებისა და მომხმარებლების წინაშე არსებულ პრობლემებს აგვარებს.

ელვისის მულტიფუნქციური პლატფორმა მოიცავს ყველა იმ მახასიათებელს, რომელიც საჭიროა მომხმარებლის, კურიერისა და პარტნიორი კომპანიის ეფექტური კომუნიკაციისთვის. პლატფორმის დახმარებით მომხმარებელს საშუალება აქვს შეიძინოს საკვები ან საცალო პროდუქტები და მიიღოს სწრაფი და საინტერესო მიწოდების სერვისი გამჭირვალობისა და პასუხისმგებლობის მაღალი მაჩვენებლით.

პროგრამა სტარტაპერი უკვე 5 წელია არსებობს და ის სტარტაპების საუკეთესო მხარდამჭერია საქართველოში. სტარტაპერი პროგრამის მონაწილეებს სთავაზობს სხვადასხვა საბანკო პროდუქტებს, სტარტაპ განათლებას, სპეციალურ შეთავაზებებს და მედია მხარდაჭერას.

ელვისის და სტარტაპერის მხარდაჭერით, სტარტაპერებისთვის ელვისის პლატფორმაზე  უფასოდ განთავსება თებერვლამდე იქნება შესაძლებელი.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023