სტარტაპი
29/12/2020

სტარტაპი Agrolabs-ი მომავალი წლისთვის ევროპის ბაზარზე გასვლას გეგმავს

სტარტაპი Agrolabs, რომელიც სათბურში მომუშავე ფერმერებს უახლეს ტექნოლოგიას სთავაზობს, მომავალი წლისთვის ევროპის ბაზარზე გასვლას გეგმავს.

სტარტაპი ფერმერებს ყოველდღიური რუტინული სამუშაოს ავტომტიზაციასა და გაციფრულებაში ეხმარება. კომპანიის Wireless სენსორები სპეციალურად სათბურისთვისაა შექმნილი, რომელსაც ალგორითმი მართავს და მცენარეებისგან მიღებულ ინფორმაციას ლაივ რეჟიმში აანალიზებს.

Agrlabs-ის გუნდი ამჟამად თანადამფუძნებლების, ინჟინრების, აგრონომებისა და პროგრამული უზრუნველყოფის თანამშრომლებისგან შედგება, თუმცა სტარტაპი სამომავლოდ საკუთარი გუნდისთვის მონაცემთა ანალიზის სპეციალისტების დამატებასაც გეგმავს.

როგორც სტარტაპის ერთ-ერთმა თანადამფუძნებელმა, მაქსიმ გორინოვმა „ბიზნესპარტნიორთან“ საუბარში აღნიშნა, სტარტაპი ევროპის ბაზრის ათვისების შემდეგ აზიისა და აშშ-ს ბაზრებზე გასვლასა და წარმოების გაზრდას გეგმავს. ამასთან, სამომავლოდ სტარტაპი, Agrolabs -ის შეთავაზებას მცირე ზომისა და ინდივიდუალური ფერმერებისთვისაც გეგმავს.

„ჩვენ ვეხმარებით ფერმერებს გააუმჯობესონ მინდვრები და გაზარდონ მოსავლიანობა. მათ რესურსის დაზოგვისა და პროცესების გამარტივების საშუალებას ვაძლევთ. ვფიქრობ, 500 სტარტაპის ბორტზე ყოფნა კვალიფიკაციის ამაღლებაში დაგვეხმარება, რათა უფრო ხარისხიანი და სწრაფი სერვისი შევთავაზოთ გაყიდვების სფეროში. ამასთან, ძლიერი სიგნალი იქნება ჩვენი პოტენციური ინვესტორებისთვისაც,“ - ამბობს Agrolabs -ის თანადამფუძნებელი, მიხაელ ლაზარენკო.

ცნობისთვის, Agrolabs ბაზარზე 3 წლის წინ გამოჩნდა. ამ ეტაპზე კომპანია 10 ადამიანს ასაქმებს. სტარტაპის განვითარებაში კი უკვე $150 000-ზე მეტია დახარჯული

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023