სტარტაპი
23/12/2022

სტარტაპი Artisio: 2023 წლისთვის დიდი გეგმები გვაქვს

თიბისიმ ბიზნეს დაჯილდოების გამარჯვებულები 5 ნომინაციაში ფინალურ ღონისძიებაზე გამოავლინა, რომელსაც კერძო და საჯარო სექტორის, დიპლომატიური კორპუსის და მედიის 600-მდე წარმომადგენელი ესწრებოდა. 

საუკეთესო ინოვაციური სტარტაპი კი Artisio გახდა. 

Artisio-ს დამფუძნებელი "ბიზნესპარტნიორთან" აცხადებს, რომ 2022 წელი ძალიან წარმატებული აღმოჩნდა სტარტაპისთვის.

"ძალიან გავიზარდეთ, საერთაშორისო ბაზარზე ძალიან დიდიდ წინსვლა გვქონდა. ეს აღიარება კი მნიშვნელოვანია მოტივაციისთვის. 2023 წლისთვის დიდი გეგმები გავქვს და ვფიქრობ, რომ ყველაფერს მივაღწევთ რაც დასახული გვაქვს მიზნად."-აცხადებს ირაკლი სვანიძე.  

Artisio არის აუქციონების მართვის SaaS სისტემა, რომელიც ერთი ინტეგრირებული სოფტის ქვეშ აქცევს აუქციონების ბიზნესის სამართავად საჭირო ყველა მიმართულებას. ესენია: აუქციონის მენეჯმენტის ბექ-ოფისის სისტემა (auction management back-office software), ონლაინ აუქციონების პლატფორმა (online bidding solution), ლაივ აუქციონების სისტემა (online bidding solution with video streaming) და კოლექციის მართვის სისტემა დილერებისა და კოლექციონერებისთვის (web application for buyers & vendors). Artisio-მ კონკურენტული უპირატესობა სწორედ ამ ცენტრალიზებული ბიზნეს ეკოსისტემის შექმნით მოიპოვა. სისტემა 100%-ით API-ზეა დაფუძნებულია, რაც საშუალებას გვაძლევს მივუერთდეთ და მონაცემები გავცვალოთ ყველა დამატებით მესამე მხარესთან, რომელსაც იყენებენ მომხმარებლები. ამ პროცესის შედეგად Artisio-ში ხდება ყველა საჭირო ინფორმაციის ცენტრალიზება, რაც შემდეგ AI-ს დახმარებით მუშავდება და კლიენტ კომპანიებს საშუალებას აძლევს, გაცილებით ეფექტურად მართონ ბიზნეს პროცესები და მიიღონ მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები. ბაზრის მოცულობის მხრივ აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს მასშტაბით დაახლოებით 500 000 კომპანიაა, რომლებიც პროდუქციის რეალიზებას ახორციელებენ აუქციონების მეშვეობით და ბაზრის მოცულება შეადგენს 200 მილიარდ დოლარს. 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023