სტარტაპი
10/03/2021

სტარტაპი autoElement-ი მსოფლიოს 30 ქვეყანაში ავტონაწილებით ვაჭრობის ინდუსტრიის შეცვლას გეგმავს

ქართულ სტარტაპ autoElement-ს, რომელმაც საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს 100 000 ლარიანი გრანტი მოიპოვა, ამბიციური გეგმები აქვს.

სტარტაპი მიზანია შექმნას საერთაშორისო კომპანია, რომელიც 5 წლის განმავლობაში ფუნდამენტურად შეცვლის ავტონაწილებით ვაჭრობის ინდუსტრიას მსოფლიოს 30 ქვეყანაში.

როგორც სტარტაპის დამფუძნებელი მურად ბარტიშვილი „ბიზნესპარტნიორთან“ ამბობს, autoElement–ის მობილური აპლიკაცია ავტომფლობელებსა და მაღაზიებს ერთმანეთთან აკავშირებს. შედეგად, ავტომფლობელი ზოგავს ავტონაწილების ძიების დროს, 7–8 საათიდან 5 წუთამდე. აპლიკაციაში მოთხოვნის გაგზავნით, რამდენიმე წუთში მაღაზიები კონკრეტული პროდუქტის შესახებ შეთავაზებებს უგზავნიან მომხმარებელს, ხოლო ის ირჩევს საუკეთესო ვარიანტს.

„საკმაოდ ამბიციური მიზანი გვაქვს, autoElement–ი უკვე წარმოდგენილია 6 ქვეყანაში: საქართველო, ყაზახეთი, უზბეკეთი, უკრაინა, აზერბაიჯანი და რუსეთი. თუმცა, ამ ქვეყნებში ბაზარზე სრულფასოვანად ოპერირებისთვის, მარკეტინგის მიმართულებით, გარკვეული თანხების დახარჯვაა საჭირო.

წლის განმავლობაში ყოფილი საბჭოთა კავშირის ყველა ქვეყანაში უნდა შევიდეთ, ასევე სამხრეთ ამერიკაში, აფრიკაში, რომლის ბაზარიც უკვე შესწავლილი და გაანალიზებული გვაქვს. ქვეყნებში, სადაც ავტომობილის საშუალო ასაკი 15 წელზე მეტია, მეორად ნაწილებზე და ზოგადად ავტონაწილებზე მოთხოვნა დიდია. შესაბამისად, ყველა ასეთი ქვეყანა ჩვენი სამიზნეა. GITA–ს გრანტის გამოყენებას ზუსტად ამ მიზნით ვგეგმავთ,“– აღნიშნავს მურად ბარტიშვილი.

აქამდე, პროექტში განხორციელებული კერძო ინვესტიცია დაახლოებით 70 000 ლარია. მობაილ აპლიკაციას საქართველოში უკვე 40 000–ზე მეტი ავტომფლობელი და 2000-ზე მეტი მაღაზია იყენებს.

„საგრანტო კონკურსში მიღებული გამოცდილება და მენტორებთან მუშაობა დაგვეხმარება პროექტის უკეთესად განხორიელებაში. დავინახეთ ახალი შესაძლებლობები, თუნდაც ბიზნეს მოდელის ჩამოყალიბების მიმართულებით.“– ამბობს autoElement–ის დამფუძნებელი.

შეგახსენებთ, რომ GITA–მ მსოფლიო ბანკის პროექტის "ეროვნული ინოვაციების ეკოსისტემის” (GENIE) ფარგლებში თანადაფინანსების გრანტების პროგრამა 2020 წლის 17 ნოემბერს მეექვსედ გამოაცხადა. 303 განაცხადიდან 20 გამარჯებული კომპანია საინვესტიციო კომიტეტმა დაასახელა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023