სტარტაპი
02/11/2023

სტარტაპი Halo წარმოების გაზრდას გეგმავს

ქართული სტარატაპი Halo ინტერიერის დიზაინის მიმართულებით აქტიურ მუშაობას იწყებს.

როგორც სტარტაპის თანადამფუძნებელი ანა ერემეიშვილი "ბიზნესპარტნიორთან" აცხადებს, წარმოების გასაზრდელად კომპანია  ახალ სახელოსნოში გადავიდა, სადაც შესაძლებელია როგროც ნაკეთობების შექმნის პროცესის ნახვა, ისე - შეძენა.

"აქამდე თუ ძირითადად, სარკეზე ვმუშაობდით, ახლა ნამუშევრებში ხე და მეტალი სჭარბობს. სწორედ ამიტომ, თანამშრომლობა დავიწყეთ ავეჯის კოპანიასთან და ერთ-ერთ ქსელურ ჰიპერმარკეტთან. დამზადების პროცესი რამდენიმე ეტაპს გადის, დიზაინის და ფორმის შექმნის შემდეგ, იწყება ეპოქსიდის გადატანა, რაც ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია. საბოლოო სახის მისაღებად სპეციალურ ტექნიკას იყენებენ, ამის შემდეგ კი იწყება გაშრობის პროცესი. ამასთან, გაიზარდა მოთხოვნა და გაყიდვები.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, პირველ ეტაპზე დაინტერესებული ადამიანებითვის მასტერკლასების შეთავაზება იგეგმება, ასევე სარეალიზაციო არეალის გაფართოება და შემდეგ უკვე ქვეყნის გარეთ პროდუქციის გატანა."- აცხადებს ანა ერემეიშვილი.

შეგახსენებთ, რომ ქართული სტარატაპი Halo უკვე რამდენიმე წელია მომხმარებლებს ინტერიერისთვის განსხვავებულ და ორიგინალურ აქსესუარებს სთავაზობს. საქმე, რომელიც პოსტმანდემიურ პერიოდში მეგობრებმა ერთი პროდუქტით წამოიწყეს, დღეს უკვე 15-მდე სახეობის დეკორაციას აერთიანებს.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023