სტარტაპი
26/04/2023

სტარტაპი Lawformer: ჩვენი მთავარი მიზანი ამერიკის ბაზრის ათვისებაა

იურისტებისთვის ხელშეკრულების შედგენა საკმაოდ დიდ დროსთანაა დაკავშირებული და ხშირ შემთხვევაში მათ კონტრაქტების მოძიება და გადაკეთება უწევთ.

აქედან გამომდინარე, გაჩნდა სტარტაპის შექმნის იდეა, რომელიც სახელშეკრულებო მუხლების ერთგვარი ბიბლიოთეკა იქნებოდა და ტექნოლოგიის გამოყენებით ააჩქარებდა და გაამარტივებდა ხელშეკრულების შედგენის პროცესს იურისტებისთვის.

როგორც სტრატაპის თანადამფუძნებელი გიორგი ღუღუნიშვილი "ბიზნესპარტნიორთან" ინტერვიუში აცხადებს, Lawformer-ის იდეა 2021 წელს გაჩნდა, როდესაც LegalTech ინვესტორებისთვის მეტად მიმზიდველ და საინტერესო სფეროდ იქცა.

"პლატფორმა 2022 წლის ივნისში გაეშვა. მომხმარებლებს ვთავაზობთ სახელშეკრულებო მუხლების ბიბლიოთეკას, რომელიც შედგენილია წამყვანი იურიდიული კომპანიების იურისტების მიერ. ასევე, ჩვენს მომხმარებლებს შეუძლიათ პლატფორმაზე მოიძიონ საერთაშორისო სასამართლოების გადაწყვეტილებების მოკლე აღწერა, იურიდიულ ტერმინთა განმარტებები და უახლესი ინფორმაცია იურიდიულ სფეროში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. დამატებით, მომხმარებლებს აქვთ საკუთარი გვერდი, სადაც შეუძლიათ პლატფორმაზე მოძიებული ნებისმიერი ინფორმაცია შეინახონ და სამომავლოდ გამოიყენონ.

ჩვენი მომხმარებლები არიან უშუალოდ იურისტები. პრიორიტეტულ სეგმენტად ავარჩიეთ დამწყები იურისტები, რომლებიც გადიან ადაპტაციის უნივერსიტეტიდან იურიდიულ კომპანიაში მუშაობდე.

ამ ეტაპზე 800- ზე მეტი რეგისტრირებული მომხმარებელი გვყავს, ძირითადად ამერიკელი და ბრიტანელი იურისტები. საიტზე განთავსებული რესურსი სრულად ინგლისურ ენაზეა, რადგან ოპერირება ამერიკის ბაზრიდან დავიწყეთ, საკმაოდ მალე კი კალიფორნიის უნივერსიტეტთან, UC Hastings-სთან დავპარტნიორდი, რომლებიც Silicon Valley-ის სტარტაპებს უწევენ იურიდიულ მომსახურებას."- გიორგი ღუღუნიშვილი.

მისივე თქმით, საქართველოს ბაზარი აღნიშნული სფეროსთვის ძალიან პატარაა, შესაბამისად პრიორიტეტულ ბაზარს არ წარმოადგენს. Lawformer-ის მთავარი მიზანი ამერიკის ათვისებაა. Lawformer ასევე დაუპარტნიორდა Barclays Eagle Labs, რომელიც ეხმარება LegalTech სტარტაპებს განვითარებასა და ინვესტიციის მოზიდვაში.  ამ ეტაპისთვის, Lawformer-ის მოზიდული ინესტიცია $100K და 150 000 ლარია.

"ვფიქრობთ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი სოლიდური ინვესტიციის აწევისთვის ზაფხულში გვექნება. უკვე რამდენიმე შეხვედრა გვაქვს ჩანიშნული ამერიკაში და მონაწილეობას ვიღებთ LegalTech-ში ყველაზე დიდ საერთაშორისო კონფერენციაში - Legal Innovative California and Legal Geek. იქედან გამომდინარე, რომ ყოველდრიურად სულ უფრო ვითარდება ბაზარი და მოთხოვნაც იზრდება, აუცილებელია ამ პროცესს მივყვეთ და სტარტაპმა დინამიური ზრდა განიცადოს, რასაც დიდი ფინასური რესურსი სჭირდება."- აღნიშნავს გიორგი ღუღუნიშვილი.

4 ადამიანის მიერ შექმნილი სტარტაპს უკვე 12 ადამინი ჰყავს დასაქმებული, როგორც ქართველები მათ შორის საქართველოს ფარგლებს გარეთ.

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023