სტარტაპი
16/10/2020

სტერილიზატორი, რომელიც ვირუსებს ანადგურებს - ქართველი სტარტაპერების ინოვაცია

ქართულმა სტარტაპმა ინოვაციური სტერილიზატორი შექმნა.

Bluelight-ის პროექტი საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მცირე გრანტების პროგრამის ერთ-ერთი გამარჯვებულია.

სამაგიდო სტერილიზატორი მცირე ზომის ნივთებზე ვირუსებს, ბაქტერიებს და სხვა მიკროორგანიზმებს უმოკლეს დროში ანადგურებს. ინდუსტრიული სიმძლვრის, UVC ტალღის გერმიციდული ნათურა და ყველა მხარეზე დამონტაჟებული ამრეკლავები 100%-იან შედეგს 6-12 წამში უზრუნველყოფს.

სინთეტიკური კვარცის დაფა ულტრაიისფერო ნათების გამტარია, შესაბამისად, ნივთის აპარატში ხელმეორედ მოთავსება ან გადაბრუნება საჭირო არ არის. დანადგარი იმპორტირებული მასალებით საწარმო „გარდიში“ აეწყო.

GITA-ს გრანტით იდეის ავტორმა 12 ერთეული შექმნა, რომელთაგან 10 სასაზღვრო პოლიციას, საბაჟოებს და სხვა დაწესებულებებს საჩუქად გადაეცემათ.

„პროტოპიტი შექმნილია, უფრო რთული და შრომატევადი ეტაპები კი ჯერ კიდევ წინ არის. იდეის კომერიცალიზაცია ულტრაიისფერი სტერილიზაციის ნიშის სრულად ათვისებას და სერიული წარმოებისთვის პროდუქტის ნაწილობრივ ცვლილებასაც გულისხმობს,“ - ამბობს Bluelight-ის დამფუძნებელი სანდრო ოქროპირიძე.

ორი სტერილიზატორი ცდისა და ექსპერიმენტირებისთვის მისსავე შემქმნელთან დარჩება, რათა სამომავლოდ ბაზარს უფრო მრავალფეროვანი, ხელმისაწვდომი და არა მხოლოდ კოვიდ- პანდემიაზე მორგებული პროდუქტი დაუბრუნდეს.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023