სტარტაპი
30/06/2021

თიბისი ბიზნესის და გაუს სტარტაპ კურსის გამარჯვებულები ცნობილია

29 ივნისს, თიბისი ბიზნესის ორგანიზებით, ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში სტარტაპის განვითარების კურსი დასრულდა და გამარჯვებული გუნდი გამოვლინდა.

გამარჯვებული გუნდის წევრები - ილია დანელია, ელდარ ჯიქია, დავით ბუჩუკური GAU-ს ბიზნესის სკოლის I კურსის სტუდენტები არიან. ისინი მათთვის სასურველი მიმართულებით თიბისიში 6 თვიან სტაჟირებას გაივლიან.

8 კვირიანი სასწავლო კურსი სტარტაპის განვითარების საწყის ფაზას შეეხებოდა – იდეის გაჩენიდან ინვესტორებთან წარსადგენი ე.წ. pitch-ის მომზადებამდე. კურსის მიზანი სტუდენტებში სტარტაპ კულტურის დამკვიდრება იყო.

კურსის განმავლობაში ლექციებს, ძირითადად, თიბისის თანამშრომლებისგან შემდგარი სპიკერების გუნდი კითხულობდა. კურსის მონაწილე სტუდენტები ინდივიდუალურად იღებდნენ რჩევებს და მათ მენტორობას უწევდნენ ამ სფეროს წარმატებული ადამიანები. კურსის დასკვნით ეტაპზე კი, გაიმართა დემო დღე, სადაც მონაწილე გუნდებმა ჟიურის წინაშე ფინალური პრეზენტაციები წარადგინეს.

ჟიურის წევრებს შორის იყვნენ გვანცა მურღვლიანი, თიბისის ადამიანური კაპიტალის დირექტორი და ლაშა ყანჩაველი, ასოცირებული პარტნიორი თიბისის ციფრული სევრისების განვითარების გუნდიდან.

„ძალიან სასიხარულოა, რომ თიბისის სტარტაპერმა გაუსთან ერთად უკვე მეორედ, წარმატებით ჩაატარა ეს კურსი. კურსის მიზანი იყო, რომ სტუდენტებისთვის ბიზნესის წამოსაწყებად საბაზისო თეორიული და პრაქტიკული ცოდნა მიგვეცა. ვულოცავთ გამარჯვებულებს და ველოდებით მათ ამჯერად უკვე თიბისიში,“ - გვანცა მურღვლიანი, თიბისის ადამიანური კაპიტალის დირექტორი

სტარტაპკურსი პირველად 2018 წელს ჩატარდა, 2020 წელს კოვიდ სიტუაციის გამო კურსები არ გამართულა. თიბისი ბიზნესის მიზანია, რაც შეიძლება მეტი სტუდენტი დააინტერესოს სტარტაპ კულტურით.

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023