სტარტაპი
30/09/2020

თიბისი ბიზნესისთვის არსებული გამოწევევის ფონზე სტარტაპ საწარმოების დაფინანსებას იწყებს

თიბისის პროგრამა „სტარტაპერი“დამწყები ბიზნესების მხარდაჭერას აგრძელებს და არსებული გამოწვევის ფონზე, ქვეყანაში საწარმოების შექმნის წასახალისებლად, ახალ ფინანსურ პროდუქტს - სტარტაპ საწარმო სესხს ქმნის.

შეთავაზებით სარგებლობა სტარტაპერებს დღეიდან შეუძლიათ და მის ფარლებში შესაძლებელია 1 000 000 ₾-მდე მოცულობის სესხს მიღება. დაფარვის ვადა და საპროცენტო განაკვეთი ინდივიდუალურად, მომხმარებლის საჭიროებიდან და ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე განისაზღვრება.

სტარტაპ საწარმო სესხით შესაძლებელია როგორც მიწის, შენობის, საბრუნავი საშუალებების დანადგარების და ინვენტარის შეძენა/გარემონტება, ისე საწარმოსთან დაკავშირებული ხარჯების და ე.წ. „ფრენჩაიზინგის“ გადასახადების დაფარვა.

ახალი ფინანსური პროდუქტით სარგებლობისთვის, ბიზნესის წარმომადგენელმა „სტარტაპერის“ ვებ-გვერდზე ონლაინ განაცხადი უნდა შეავსოს და 20%-იანი თანამონაწილეობა და ბიზნესგეგმა წარადგინოს. სესხით სარგებლობა შესაძლებელია პროგრამა "სახელმწიფო საგარანტიო მექანიზმის ფარგლებშიც“, რაც სახელმწიფოს მხრიდან სესხის თანხის 90%-ის უზრუნველყოფას გულისხმობს. გარდა ამისა, 500 000 ლარამდე მოცულობის სესხით სტარტაპერები დამატებითი უზრუნველყოფის წარდგენის გარეშე ისარგებლებენ.

სტარტაპ საწარმო სესხის შესახებ დეტალური ინფორმაცია განთავსებულია ბმულზე

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023