სტარტაპი
07/10/2021

თიბისი მსურველებისთვის სტარტაპ კურსს იწყებს

თიბისი ნებისმიერ მსურველს, ვისაც სტარტაპის დაწყება სურს, სტარტაპ კურსზე ეპატიჟება. კურსის მიზანია ბიზნესის დაწყებით დაინტერესებულ ადამიანებს პროფესიონალებმა ცოდნა და უნარები გაუზიარონ.

სტარტაპის დასაწყებად სპეციფიკური ცოდნა და უნარებია საჭირო, სწორედ ამ საჭიროებების საპასუხოდ შეიქმნა  პროგრამა სტარტაპერის ფარგლებში სტარტაპ კურსი.

კურსის მონაწილეები ინდივიდუალურად მიიღებენ რჩევებს, რეკომენდაციებს და პირადად გაიცნობენ ამ სფეროში წარმატებულ ადამიანებს. კურსის გავლა სტარტაპერებს ახალი სტარტაპ იდეების ფორმირებასა და არსებული იდეების დახვეწაში დაეხმარება.

სტარტაპ კურსზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეუძლია, საჭიროა მხოლოდ რეგისტრაციის გავლა პროგრამა სტარტაპერზე 

კურსი შეეხება სტარტაპის განვითარების საწყის ფაზებს - იდეის გაჩენიდან ინვესტორებთან წარსადგენი ე.წ. pitch-ის მომზადებამდე:

  • სტარტაპ იდეის ფორმირება - დავით მარკოზაშვილი
  • მომხმარებელზე ორიენტირებული პროდუქტის შექმნა - გიგი ჯანელიძე
  • ბიზნეს მოდელის განსაზღვრა - თორნიკე ჩხაიძე
  • სტარტაპ ფინანსების მართვა - შალვა ახრახაძე
  • ბრენდი და კომუნიკაცია - ნინო ეგაძე
  • ციფრული მარკეტინგი - პავლე გაბრიჭიძე
  • ინვესტიციების მოზიდვა და ფიჩინგი - ლადი გაბუნია

ლექციები კვირაში ერთხელ, 12 ოქტომბრიდან ჩატარდება, 19:00 საათზე. დაწვრილებით ინფორმაციას ლექციების და მენტორების შესახებ გაეცანით

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023