ტექნოლოგიები
06/01/2023

Citizen-ის ახალი სმარტ საათი AI-ს გამოყენებით პროდუქტიულობას ზრდის

CES 2023-ზე Citizen-მა CZ Smart საათების ხაზი წარადგინა, რომელიც საფირმო YouQ აპლიკაციასთან მუშაობისთვისაა შექმნილი და ამავე დროს, IBM Watson Studio-სა და NASA-ს ტექნოლოგიებს იყენებს. ამის შესახებ engadget.com-ი წერს.

ჩაშენებული ხელოვნური ინტელექტის (AI) „თვითმოვლის მრჩეველი“ ადამიანის პროტოტიპის შესწავლით, მომხმარებლებს ყოველდღიური პოტენციალის მაქსიმალურ გამოყენებაში ეხმარება, რაც სასურველი ძილისა და გაღვიძების დროს გულისხმობს.

IBM Watson-ის ნეირონული ქსელების გამოყენებით, 7-10 დღის განმავლობაში მონიტორი ძილის მონაცემებს, NASA-ს სპეციალური სიფხიზლის მონიტორინგის ტესტების (PVT+) მეშვეობით ამუშავებს და მონაცემები უკვე YouQ აპში დინამიური ამოცნობის მოდელის შესაქმნელად გამოიყენება, რათა რეკომენდაცია გაუწიოს ენერგიის მოწესრიგებას, შემცირდეს დაღლილობა და გაიზარდოს სიფხიზლის პერიოდი.

საბოლოო ჯამში, მიზანი ადამიანის პროდუქტიულობის გაზრდაა.

Citizen CZ ჭკვიანი საათები აღჭურვილია 1.3 დიუმიანი AMOLED დისპლეით, Snapdragon Wear 4100+ პროცესორით და 8 GB მეხსიერებით. გაჯეტი Wear OS-ით იმართება. საათი ასევე აღჭურვილია გიროსკოპით, სიმაღლმზომით, ბარომეტრით, ამაჩქარებლით, გულისცემის სენსორით, სისხლში ჟანგბადის დონის და სინათლის სენსორით. ბატარეის ხანგრძლივობა 24 საათია და აგრეთვე გააჩნია სწრაფი დამუხტვის მხარდაჭერა.

საათი თავსებადია Apple -ისა და Android მოწყობილობებთან. მეორე თაობის CZ Smart საათი, რომლის ფასი $250-დან $500-მდეა, ხელმისაწვდომი Amazon-ის პრე-ორდერებში ხელმისაწვდომი 1 მარტიდან იქნება.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023