ტექნოლოგიები
12/09/2023

ComCom: ევროკავშირის როუმინგის ერთიან სივრცესთან საქართველოს მიერთების მიზნით, კვლევა მიმდინარეობს

კომუნიკაციების კომისიამ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან ერთად, ევროკავშირის როუმინგის ერთიან სივრცესთან საქართველოს მიერთების მიზნით ჩატარებული ეკონომიკური გავლენის ანალიზის შედეგები მობილურ ოპერატორებს გააცნო.

პროექტი შესაბამისი სამართლებრივი თუ ეკონომიკური საფუძვლების მომზადებას, როუმინგული ტარიფების შემცირებას და საქართველოსა და ევროკავშირს შორის განხორციელებულ საერთაშორისო ზარებზე როგორც საბითუმო, ისე საცალო ტარიფების შემცირებას ემსახურება. შეხვედრის ფარგლებში, ევროპელმა ექსპერტებმა იმ დადებით გავლენებზე გაამახვილეს ყურადღება, რომელსაც როუმინგის სივრცესთან მიერთება გამოიწვევს.

ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ როუმინგის ერთიან სივრცესთან მიერთებით, ქართველი აბონენტების მიერ მობილური მომსახურებების მისაღებად გაწეული დანახარჯები მნიშვნელოვნად შემცირდება.

ამასთან ერთად, როგორც დიდ, ისე მცირე და საშუალო ბიზნესებს მიეცემათ შესაძლებლობა, ისარგებლონ ინოვაციური საკომუნიკაციო პროდუქტებით და ამასთან, გააფართოვონ მათი შექმნილი ციფრული პროდუქტების მოხმარების არეალი. მიერთება ასევე ხელს შეუწყობს საქართველოს ციფრული ბაზრის განვითარებას, ევროკავშირის ერთიან ციფრულ ბაზართან ჰარმონიზაციასა და ევროკავშირში ინტეგრირების პროცესს. გაუმჯობესდება მდგომარეობა ტურიზმის თვალსაზრისითაც და ტურისტებისა თუ უცხოელი ინვესტორებისთვის, საქართველო მეტად მიმზიდველი გახდება.

ევროკავშირის როუმინგულ სივრცეში გასაწევრიანებლად, როუმინგთან დაკავშირებული საქართველოს სამართლებრივი ბაზა და მარეგულირებელი ნორმები, სრულად უნდა შეესაბამებოდეს ევროკავშირისა და ევროპის ქვეყნების მარეგულირებელი ორგანოების გაერთიანების (BEREC) კანონმდებლობას და რეგულაციებს.

სწორედ ამიტომ, პროექტის ფარგლებში, შესწავლილი იქნება ევროკავშირისა და საქართველოს სამართლებრივი გარემოს დაახლოების საჭიროებებირის შემდეგაც, კვლევაში მონაწილე კვალიფიციური ექსპერტები, შემდგომი ნაბიჯების რეკომენდაციებს წარმოადგენენ. ასევე, ComCom-ის და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სპეციალისტების ჩართულობით, მომზადდება პირველადი და მეორადი კანონპროექტები, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობის ევროპულ კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციას უზრუნველყოფენ.

შეგახსენებთ, რომ როუმინგის ერთიანი ევროპული სივრცის მომსახურებები მოიხსენიება “Roam Like at Home” (RLAH) სახელით, რაც ევროკავშირის ქვეყნების აბონენტებს აძლევს შესაძლებლობას, ამ ქვეყნებში გამოიყენონ თავიანთი მობილური მომსახურებები როუმინგის დამატებითი საფასურის გადახდის გარეშე, ან ისარგებლონ მნიშვნელოვნად შემცირებული ტარიფებით.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023