ტექნოლოგიები
02/10/2023

ComCom-მა ამბროლაურში 300-ზე მეტი ადგილობრივი ინტერნეტის გამოყენებაში გადაამზადა

კომუნიკაციების კომისიის “ციფრული მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოსტანას, ბუგეულის, ჭრებალოს, ძირაგეულის, ხოტევის, ხვანჭკარას, კლდისუბანის, მეორე ტოლას, წესის, ნიკორწმინდის, პირველი ტოლას, სადმელის, ლიხეთის, ურავისა და კვაცხუთის 300-ზე მეტი მოსახლე, ციფრულ წიგნიერებასა და ინტერნეტის უსაფრთხო გამოყენებაში გადამზადდა.

სპეციალისტების დახმარებით, მონაწილეებმა ინფორმაციის მოძიების,  ელ-ფოსტის გამოყენების, გუგლის რუქითა და თარჯიმნით სარგებლობის, ასევე, ადგილმდებარეობის გაზიარებისა და ონლაინ საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენების შესახებ მიიღეს ინფორმაცია. აღსანიშნავია, რომ პროგრამის ფარგლებში, სემინარი ასევე ჩატარდა სოფელი სადმელის ინკლუზიის ცენტრის ბენეფიციარებისთვის.

შეგახსენებთ, რომ ინტერნეტიზაციის სახელმწიფო პროგრამის მხარდასაჭერად, ხორციელდება პროექტი Log-in Georgia, რომლის შემადგენელი ნაწილიც ციფრული მხარდაჭერის პროგრამაა. Log-in Georgia საქართველოს 500,000-მდე სოფლად მცხოვრებისთვის მაღალხარისხიანი ინტერნეტის მიწოდების შესაძლებლობის შექმნასა და ციფრული სერვისების სასარგებლო გამოყენების ხელშეწყობას ისახავს მიზნად. პროექტი მსოფლიო ბანკისა და ევროპის საინვესტიციო ბანკის თანადაფინანსებით ხორციელდება.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023