ტექნოლოგიები
11/10/2023

ევროკავშირთან როუმინგული ტარიფები ეტაპობრივად უნდა შემცირდეს

უახლოს პერიოდში საქართველო ევროკავშირის როუმინგულ სივრცეს უნდა მიურთდეს. ევროკავშირის როუმინგულ სივრცეში გასაწევრიანებლად, როუმინგთან დაკავშირებული საქართველოს სამართლებრივი ბაზა და მარეგულირებელი ნორმები, სრულად უნდა შეესაბამებოდეს ევროკავშირისა და ევროპის ქვეყნების მარეგულირებელი ორგანოების კანონმდებლობას და რეგულაციებს.

როგორც „ბიზნესპარტნიორს“ ეკონომიკის სამინისტროს კავშირგაბმულობის, საინფორმაციო და თანამედროვე ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსმა ეკა ყუბუსიძემ განუცხადა, იმისთვის, რომ ეს პროცესი დაიწყოს, მთელი რიგი საკანონმდებლო რეგულაციების მიღებაა საჭირო.

„საქართველოს მიერთება ევროპის როუმინგულ სივრცესთან ჩვენს მოსახლეობას, მოხმარებელს, მისცემს იმის შესაძლებლობას, რომ ეროპაში იმოგზაურონ დაბალი როუმინგული ტარიფებით და პირიქით-ევროკავშირის ქვეყნების წარმომადგენლებმა დაბალი ტარიფით ისარგებლონ საქართველოში შემოსვლისას. თემა საკმაოდ კომპლექსურია და ძალიან ბევრ ნაწილს ითვალისწინებს როგორც ტექნიკურ, ასევე ეკონომიკურ ნაწილში. ჩვენ ასევე, გვაქვს მოლაპარაკება ევროკავშირთან იმ ოთხ რეგულაციაზე, რომელიც ყველა ქვეყნას - რომელიც მიუერთდება ევროკავშირის როუმინგულ სივრეს, იმპლემენტირებული უნდა ჰქონდეს. იმისთვის, რომ ჩვენ დავნერგოთ ეს ოთხი რეგულაცია, ექსპერტებთან ვმუშაობთ.

დღეს ძალიან გამიჭირდება თქმა, როდის შეძლებს საქართველო სრულად იყოს ინტეგრირებული ევროკავშირის ერთიან როუმინგულ სივრცესთან, რადგან თვითონ ევროკავშირშიც ამას ძალიან ბევრი წელი დასჭირდა. ჩვენ ეტაპობრივად ვგეგმავთ ფასების დაკლებას და ბოლოს მისვლას იმ ნიშნულადე, რომელიც ევროკავშირს თავის შიდა ბაზარზე აქვს“ - აცხადებს ეკა ყუბუსიძე „ბიზნესპარტნიორთან“.

ევროკავშირის როუმინგის ერთიან სივრცესთან საქართველოს მიერთების მიზნით ეკონომიკური გავლენის ანალიზი უკვე ჩატარდა. დადგინდა, რომ ერთიან სივრცესთან მიერთებით, ქართველი აბონენტების მიერ მობილურ მომსახურებებზე გაწეული დანახარჯები მნიშვნელოვნად შემცირდება.

„რაც შეეხება ტარიფის მოცულობას, ევროკავშირშიც კი, რამდენიმე წლის განმავლობაში ცდილობდნენ ერთიანი ნიშნულის მიღებას. ჩვენ არ გვაქვს ილუზია, რომ ხვალვე გვექნება ევროპული ტარიფები. ამას სჭირდება ძალიან დიდი ცვლილებები საკანონმდებლო და რეგულირების ნაწილში, თუმცა, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეტაპობრივი შემცირება შესაძლებელია, იმის შემდეგ, რაც ჩვენ მივაღწევთ საბოლოო შენთანხმებას ევროკავშირთან“ - აცხადებს ეკა ყუბუსიძე.

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023