ტექნოლოგიები
11/10/2023

GITA -ს მხარდაჭერით, ტექნოლოგიური კონფერენცია ProdAct Conference 2023 – HOW?“ გაიმართა

GITA - ს მხარდაჭერითა და ProdAct Community - ის ორგანიზებით, Radisson Blu Iveria-ში ტექნოლოგიური კონფერენცია „ProdAct Conference 2023 – HOW?“ გაიმართა, რომელსაც 400-მდე სტუმარი დაესწრო.

კონფერენციის მთავარი თემატიკა პროდუქტების მენეჯმენტზე, დიზაინზე, მარკეტინგსა და დეველოპმენტზე იყო ფოკუსირებული. შესაბამისად ღონისძიება ორიენტირებული იყო შემდეგ თემებზე: წარმატებული პროდუქტის მენეჯერების ხედვის გაცნობა; Product design: Here’s how we do it; მონაცემების ანალიზზე დაყრდნობით მიღებული გადაწყვეტილებების მნიშვნელობა; Agile მეთოლოგიების როლი ციფრული ტრანსფორმაციის პროცესებში.

კონფერენცია ხუთ სექციას მოიცავდა და აერთიანებდა პრეზენტაციებს, პანელურ დისკუსიებს, „ნეთვორქინგის“ ფართო შესაძლებლობებსა  და  საჯარო გამოსვლებს. ღონისძიებაზე დამსწრე აუდიტორიის წინაშე 30-მდე სპიკერმა ისაუბრა, როგორც წარმატებული ქართული კომპანიებიდან, ისე მსოფლიო მასშტაბის ორგანიზაციებიდან.

ღონისძიების ფარგლებში, სტუმრებისა და ჟიურის წინაშე, ორგანიზატორების მიერ შერჩეული ხუთი სტარტაპი წარსდგა. ჟიურის შეფასებითა და გადაწყვეტილებით, გამარჯვებული სტარტაპი Globalize - ის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კონფერენციაზე გაემგზავრება, ხოლო დანარჩენი ოთხი წარსდგება Startup Central Eurasia -ს მიერ ორგანიზებულ ვირტუალურ ღონისძიებაზე.

ProdAct Community-ის მიზანია, საქართველოში გაზარდოს პროდუქტის მენეჯმენტის ცნობადობა, გააერთიანოს ამ სფეროში მომუშავე სპეციალისტები, დაეხმაროს აღნიშნული ინდუსტრიით დაინტერესებულ ადამიანებს ცოდნის მიღებასა და კომუნიკაციაში და ასევე, წაახალისოს ორგანიზაციებში მიმდინარე ციფრული ტრანსფორმაციის პროცესები.

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023