ტექნოლოგიები
20/05/2022

GITA-სა და კომპანია Quantori-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და კომპანია Quantori-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. კომპანიის მმართველი გუნდის წარმომადგენელთა შეხვედრა ტექნოპარკში გაიმართა, რომელსაც Quantori-ის აღმასრულებელი დირექტორი (CEO) რიჩარდ გოლობი და კომპანიის სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

მხარეებს შორის თანამშრომლობის მიზანია სტარტაპ ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობა, განსაკუთრებით ბიოტექნოლოგიების, ე.წ life science და ჯანდაცვის საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით.

Quantori წარმოადგენს ბიოტექნოლოგიების მეცნიერებასა და ჯანდაცვის ინდუსტრიაში კომპლექსური მონაცემების, ტექნოლოგიებისა და ციფრული გადაწყვეტილებების უწყვეტი ჯაჭვის მიმწოდებელ კომპანიას. Quantori ბიოტექნოლოგიური, ფარმაცევტული და ჯანდაცვის კომპანიებისთვის ქმნის და ავითარებს ისეთი უახლესი ტექნოლოგიების სისტემებს, აპლიკაციებსა და ინფრასტრუქტურას, რომლებიც ახდენენ წამლების აღმოჩენის პროცესის აქსელერაციას და ხელს უწყობენ პაციენტთა მკურნალობის შედეგების გაუმჯობესებას.

Quantori პარტნიორული ურთიერთობებისას, მიზნად ისახავს, მედიკამენტებისა და სამკურნალო საშუალებების აღმოჩენისა და შემუშავება-განვითარების ხელშეწყობას, ღრმა სამეცნიერო კვლევების ინდივიდუალურად მორგებულ პროგრამულ მიდგომებთან და ალგორითმებთან შერწყმის გზით. Quantori საქართველო განსაკუთრებულ და სტრატეგიულ მნიშვნელობას ანიჭებს სფეროში მაღალკვალიფიციური კადრების მომზადებასა და დასაქმებას. კომპანიაში უწყვეტად ხორციელდება სტაჟირების პროგრამა, რომელშიც მონაწილე ყველა წარმატებულ კანდიდატს კომპანიაში დასაქმების შესაძლებლობა აქვს.

 

 

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023