ტექნოლოგიები
05/10/2023

Google-მა Pixel 8 სერიის სმარტფონები და ახალი ჭკვიანი საათი გამოუშვა

Alphabet-ის შვილობილმა Google-მა Pixel 8 სერიის სმარტფონები და ახალი ჭკვიანი საათი გამოუშვა. კომპანიის სამომხმარებლო გაჯეტებში ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგია უფრო მძლავრადაა გაერთიანებული.

Google-ის ფლაგმანურ Pixel სმარტფონს Apple-ის iPhone-ის გაყიდვებთან შედარებით ბაზრის მცირე წილი უჭირავს, თუმცა, ითქვა, რომ ის შექმნილია იმის საჩვენებლად, თუ როგორ აფართოებს ხელმისაწვდომი ტექნოლოგიის საზღვრებს Android-ის პროდუქტები. Pixel-ები პოპულარულია ფოტოგრაფიის მოყვარულებსა და მომხმარებლებში, რომლებიც უპირატესობას ანიჭებენ Android-ის გაჯეტებს.

Google-მა Pixel-ის ხაზი თავისი უახლესი მობილური პროცესორით, Tensor G3-ით გააძლიერა. Google-ის ახალ ჩიპს უფრო მეტი ხელოვნური ინტელექტისა და მანქანური სწავლის შესაძლებლობა აქვს, რაც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, შეაგროვონ მეტი მონაცემები თავად მოწყობილობასა და ღრუბელოვან სისტემაში.

ხელოვნური ინტელექტის ჩასნებული ფუნქციები მფლობელს ეხმარება ფოტოგრაფიაში, ვებ გვერდების გაანალიზებაში და სპამის ზარების დაბლოკვაში - განაცხადეს აღმასრულებლებმა Made by Google-ის ღონისძიებაზე ნიუ-იორკში.

გაუმჯობესებულ Pixel 8 Pro-ს აქვს თერმომეტრის აპი სხეულის ტემპერატურის გასაზომად, რომელიც აშშ-ს „სურსათისა და წამლების ადმინისტრაციის“ მიერ დამტკიცების პროცესშია.

Pixel 8-ის საწყისი ფასი 699$-ია, ხოლო Pixel Pro 8-ისთვის, $999. ფასები 100$-ით აღემატება წინა თაობის მოდელებს.

ახალი გაჯეტები ხელმისაწვდომი 12 ოქტომბრიდან იქნება.

Made by Google-ის ღონისძიებაზე კომპანიამ ასევე Pixel Watch 2 წარადგინა, რომლის ფასიც $349-დან იწყება.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023