ტექნოლოგიები
21/09/2022

"ლინიატე ჯორჯიამ" GITA-სთან თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და შპს "ლინიატე ჯორჯიას" შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც გულისხმობს 3000 IT სპეციალისტის გადამზადების პროგრამის მონაწილეების შესახებ ინფორმაციის გაცვლას - კამპანიის #გაუზიარეწარმატება ფარგლებში - მათი შემდგომი დასაქმების მიზნით. 

საერთო ინტერესებიდან გამომდინარე, შეთანხმების ფარგლებში, მხარეები ასევე უზრუნველყოფენ სხვადასხვა ორმხრივად მისაღები ერთობლივი ღონისძიებების განხორციელებას, დაგეგმილი ღონისძიებების ფარგლებში თანამშრომლობას, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას, ახალ ტექნოლოგიებსა და ინოვაციებთან დაკავშირებით, ასევე ინოვაციების და ტექნოლოგიების სფეროს პოპულარიზაციის ხელშეწყობას.

კომპანია ლინეატე საერთაშორისო IT კომპანიაა, რომლის მთავარი ოფისი ნიუ იორკში მდებარეობს, ასევე ოფისები აქვს საქართველოში, პოლონეთსა და სომხეთში. კომპანია ქმნის მომხმარებელზე მორგებულ კომპიუტერულ პროგრამებს, რაც მათ ურთულესი ბიზნეს ამოცანების, უმთავრესად კი კომპლექსური მონაცემების მიერ გამოწვეული პრობლემების გადაჭრაში ეხმარება. კომპანიას ამ სფეროში საქმიანობის 15 წელზე მეტი გამოცდილება აქვს. 2022 წელს, ლინეატმა საქართველოში დააარსა Lineate საქართველოს რეგიონული ოფისი, რომელშიც ამ ეტაპზე დასაქმებულია 70-მდე ადამიანი.

 

 

 

 

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023