ტექნოლოგიები
12/07/2023

ოთარ ნადარაია: საქართველოდან IT მომსახურების ექსპორტი გაიზარდა, მიზეზი მიგრანტებია

საქართველოდან IT მომსახურების ექსპორტი იზრდება. TBC Capital-ის თანახმად, მიზეზი მიგრანტებია.

როგორც „ბიზნესპარტნიორს“ „თიბისი კაპიტალის“ მთავარმა ეკონომისტმა ოთარ ნადარაიამ  განუცხადა, საგადამხდელო ბალანსის პირველი კვარტლის მაჩვენებლებში, საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ექსპორტის მზარდი ტენდენცია დიდწილად, მიგრანტებისათვის ეტაპობრივად რეზიდენტობის სტატუსის მინიჭების შედეგია.

„მეტი სიცხადისათვის - მას შემდეგ რაც მიგრანტს რეზიდენტის სტატუსი ენიჭება, აღრიცხვის კუთხით, მისი საერთაშორისო შემოსავალი ტურიზმიდან, მომსახურების ექსპორტის სხვა კატეგორიაში ინაცვლებს. თავისთავად, მიგრაციის ნაკადის მდგრადობა საყურადღებო გამოწვევაა. თუმცა, ახლო მომავალში, მათი მასშტაბური გადინება ნაკლებ სავარაუდოა. აქვე მინდა გითხრათ, რომ ტენდენცია მზარდი იქნება როგორც ამ სერვისების ექსპორტის, ისე დარგიდან მიღებული შემოსავლების. ძალიან მატერიალურ ინდუსტრიად ყალიბდება ეს ინდუსტრია და მას ძალიან დიდი ზრდის პოტენციალი აქვს“, - აღნიშნა ოთარ ნადარაიამ.

მისივე თქმით, IT მომსახურების ექსპორტის ზრდის აღნიშნული დინამიკა შესაბამისობაშია TBC Capital-ის მიერ 2022 წლის დეკემბერში ჩატარებულ მიგრანტების გამოკითხვის შედეგებთანაც, სადაც გამოიკვეთა, რომ დასაქმების ნაწილში ყველაზე მსხვილი ინდუსტრია სწორედ საინფორმაციო ტექნოლოგიები იყო.

ცნობისთვის, საქსტატის ანგარიშის მიხედვით, მკვეთრად გაზრდილია ინფორმაციისა და კომუნიკაციების სფეროში დასაქმებულთა რაოდენობა. თუკი, 2021 წელს დარგში 30 ათასი ადამიანი იყო დასაქმებული, 2022 წლის ბოლოს დასაქმებულთა რაოდენობა უკვე 41 ათასს აღემატებოდა. ეს სამუშაო ძალის 38%-იანი მატებაა. დასაქმებულთა რაოდენობის ზრდა შეინიშნება მიმდინარე წელსაც.

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023