ტექნოლოგიები
01/11/2023

რა დაგიჯდებათ საქართველოში Starlink-ის ინტერნეტის ინსტალაცია და სერვისი

საქართველოში, Starlink-ის მაღალსიჩქარიანი ინტერნეტის სერვისის ყოველთვიური ღირებულება 160 ლარია. ამის შესახებ კომპანიის ოფიციალურ გვერდზეა განმარტებული. 

კომპანიის ინფორმაციით,  აპარატურის შესაძენად  საჭიროა  1780 ლარი, ხოლო მისი ტრანსპორტირება 235 ლარი ღირს.

როგორც სოციალურ ქსელ X-ში მისმა მფლობელმა ილონ მასკმა დაწერა, Starlink-ის მაღალსიჩქარიანი ინტერნეტით სარგებლობა საქართველოშიც შესაძლებელია.

Starlink-ის ხელმისაწვდომობის რუკის მიხედვით, მაღალსიჩქარიან ინტერნეტზე წვდომა, სერვისის შეძენის შემთხვევაში, ექნება  სრულიად საქართველოს, გარდა მისი ოკუპირებული ტერიტორიებისა.

Starlink-ი ილონ მასკის თანამგზავრული ინტერნეტის პროგრამაა. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ილონ მასკის კომპანია SpaceX საქართველოს ბაზარზე თავისი პროდუქციის გაშვებაზე მუშაობდა, ცნობილი გასულ წელს გახდა. 

ილონ მასკის დაარსებულმა კომპანია “SpaceX”-ის Starlink-მა კომუნიკაციების კომისიაში სატელიტური ინტერნეტ სერვისების მიწოდების მიზნით ავტორიზაცია  2022  წლის ივლისში გაიარა.

შეგახსენებთ, Starlink მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავე სატელიტური ფართოზოლოვანი ინტერნეტ სისტემაა, რომელიც უზრუნველყოფს მაღალსიჩქარიან, დაბალი დაყოვნების მქონე ფართოზოლოვან ინტერნეტს მთელს მსოფლიოში, მათ შორის იმ ადგილებში, სადაც ინტერნეტ კავშირი დაბალი საიმედოობის, უხარისხო ან სრულიად მიუწვდომელია. SpaceX-ს დღეისათვის 2700-ზე მეტი Starlink-ის დაბალ ორბიტალური (LEO) თანამგზავრი ჰყავს  გაშვებული.

Starlink განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და საინტერესო მაღალმთიან რეგიონებში ასევე ფართოზოლოვანი ინტერნეტ დაფარვის არმქონე დასახლებებშია. Starlink-ის დანერგვის შემდეგ ყველა ასეთ გეოგრაფიულ არეალში მაღალსიჩქარიან ინტერნეტზე წვდომა ნებისმიერი მსურველისთვის ხელმისაწვდომი იქნება. 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023