ტექნოლოგიები
07/02/2023

საქართველოს ბანკის Data Challenge-ის გამარჯვებული უკვე ცნობილია

საქართველოს ბანკი აქტიურად აგრძელებს საქართველოში თანამედროვე ტექნოლოგიური ინოვაციების მხარდაჭერას და ახალი შესაძლებლობების შექმნას. სწორედ ამ მიზნით, ბანკი ქვეყანაში მონაცემთა მეცნიერების მიმართულებით ყველაზე მასშტაბურ პროექტს - Data Challenge-ს ახორციელებს. პროექტის მიზანი საქართველოში მონაცემთა მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების მიმართულების გაძლიერებაა. Data Challenge სფეროთი დაინტერესებული ახალგაზრდებისთვის საკუთარი პოტენციალის გამოვლენის,  ახალი კავშირების დამყარებისა და საქართველოს ბანკში დასაქმების ძალიან კარგი შესაძლებლობაა.

აღსანიშნავია, რომ Data Challenge უკვე მეორედ გაიმართა. მის ფარგლებში, მონაწილეებს უნდა შეექმნათ ისეთი ინოვაციური მეტყველების ტექნოლოგია, რომელიც საქართველოს ბანკის Facebook-ზე, მომხმარებლის მიერ დატოვებული უკუკავშირის ანალიზის შედეგად, მოახდენდა ბანკის მიმართ დამოკიდებულების იდენტიფიცირებას.

კონკურსში 85 გუნდი მონაწილეობდა, რომელთაგან მინიმალური ზღვარი 21-მა გუნდმა გადალახა. ერთი თვის განმავლობაში გუნდები აქტიურად მუშაობდნენ ახალი ტექნოლოგიური გადაწყვეტის შემუშავებაზე, რომელიც ბიზნესებზე იქნებოდა მორგებული. კონკურსის საპრიზო ფონდი 50 000 ლარს შეადგენდა.

შეჯიბრის ფარგლებში გამოვლინდა სამი გამარჯვებული. პირველი ადგილის მფლობელს 30 000 ლარი, მეორე ადგილის მფლობელს 15 000, ხოლო მესამე ადგილის მფლობელს 5 000 ლარი გადაეცა.

პირველ ადგილზე  გუნდი CharliesAngels (ნიკა ლოსაბერიძე, ალექსანდრე აზიზიანი, ნინო ალანია) გავიდა, მეორე ადგილი გუნდმა N3 (ნიკა დოღონაძე, ნიკა ჩხარტიშვილი, ნინო ბასილაია) დაიკავა, ხოლო მესამე ადგილის მფლობელი Synapse NLP (გურამი ქერეჭაშვილი, ნიკა ნიჟარაძე, ერეკლე შიშნიაშვილი) გახდა.

„ბიზნესზე მორგებული თანამედროვე ტექნოლოგიური გადაწყვეტები მომავლის ამინდს ქმნიან. ამიტომ, საქართველოს ბანკის მიზანია, ხელი შეუწყოს ქვეყანაში ინოვაციების განვითარებას და მსოფლიო რუკაზე საქართველოს, როგორც ტექნოლოგიური ჰაბის პოზიციონირებას. სწორედ ამ მიზნით, ჩვენ არაერთ პროექტს ვახორციელებთ, მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და მასშტაბური ინიციატივა სწორედ Data Challenge-ია“, - განაცხადა ირაკლი გოგატიშვილმა, საქართველოს ბანკის მონაცემთა კვლევითი ლაბორატორიის უფროსმა.

ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკის, როგორც თანამედროვე და ინოვაციური ფინანსური ინსტიტუტის ინიციატივით, Data Challenge უკვე მეორედ გაიმართა. საინტერესო გამოწვევები მონაწილეებს აძლევს შესაძლებლობას, გამოავლინონ საკუთარი უნარები, დაამყარონ ახალი კავშირები, გახდნენ მონაცემთა მეცნიერებით დაინტერესებული ინდივიდებისა და ექსპერტების ქსელის წევრი. ასევე, მათ შეუძლიათ შექმნან ტექნოლოგია, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყანაში ბიზნესების გაციფრულებას და ამასთან, დასაქმდნენ საქართველოს ბანკში.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023