ტექნოლოგიები
02/12/2022

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით საერთაშორისო ტექნოლოგიური სამიტი Touch გაიმართება

საქართველოს ბანკი, როგორც ტექნოლოგიური კომპანია მნიშვნელოვანი პროექტების მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ბანკთან პარტნიორობით კავკასიის რეგიონში ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური სამიტი Touch22, 7-8 დეკემბერს რუსთაველის თეატრში გაიმართება.

კონფერენციაზე დასწრებას სხვადასხვა ინდუსტრიის და კომპანიის მენეჯერები, მარკეტერები, საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტები, დიზაინერები, ინოვატორები და სტუდენტები შეძლებენ. ღონისძიების მონაწილეები დაესწრებიან, როგორც სემინარებს, ასევე, პანელურ დისკუსიებსა და ვორქშოპებს. სტუმრებს ექნებათ შესაძლებლობა, გაიცნონ მათთვის საინტერესო ახალი ადამიანები და დაამყარონ საჭირო კონტაქტები.

სამიტზე სპიკერები იქნებიან ისეთი წამყვანი კომპანიებიდან, როგორებიცაა: Google, Revolut, Nike, Tesla, Siemens, Porsche, Bolt, Techcrunch, Media.Monks, Publicis Italy/LePub, Dalton Maag, Smashing Media  და მსოფლიოს მასშტაბით სხვა ბევრი ცნობილი კომპანიები.

სპიკერების სრული სიის ნახვას აღნიშნულ ბმულზე შეძლებთ

ტექნოლოგიურ სამიტზე შემდეგი მთავარი თემები იქნება:

  • Tesla AI-ზე დაკვირვება;
  • კოლექტიური მონაცემების კრეატიულ დრამად გარდასახვის ხელოვნება;
  • ფოკუსი დესტრუქციებზე - როგორ შევინარჩუნოთ ფოკუსი ქაოსით სავსე სამყაროში?
  • მეტავერსის შექმნა, ციფრული არქივი, როგორც კულტურული მემკვიდრეობა და კოლექტიური მეხსიერების ძალა;
  • Human Machine Interface - წარსული, აწმყო, მომავალი;
  • ტიპოგრაფია ციფრულ გარემოებში და მომავალი ტექნოლოგიები;
  • მდგრადი ჰიპერ ზრდა, რევოლუტის წარმატების ფორმულა;
  • Fast and Furious - რა შეიძლება ისწავლონ სტრატაპებმა მობილური თამაშების მარკეტინგული აქტივობებიდან?
  • ფუსტრირებული დიზაინ პატერნების მოგვარება 2023-ში;
  • საკმარისია მუშაობა! - ეს იხსნის სამყაროს;
  • Reverse Engineering-ის გაცნობა და iOS სისტემის უსაფრთხოება;
  • მოდის ინდუსტრია მეტავერსში - დიზაინის და ტექნოლოგიების კოლიზია;
  • კრეატიული ტექნოლოგიები სარეკლამო ინდუსტრიაში;
  • Oops-My Office is Gone - ბედნიერება სამსახურში;
  • Design Thinking - რატომ შეიძლება ის არ მუშაობდეს ისე, როგორც მოსალოდნელია;
  • Behavioral Science - ფსიქოლოგია ტექნოლოგიაში.

ბილეთების შეძენა ამ ვებგვერდზეა შესაძლებელი

Touch22-ის ფარგლებში, სტარტაპებს ექნებათ შესაძლებლობა:

  • ჩაერთონ Startup Exhibition-ში;
  • ჟიურის საკუთარი სტარტაპი წარუდგინონ;
  • მოიგოს ფულადი პრიზი - 5000 ევრო.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023