ტექნოლოგიები
29/09/2023

საქართველოში ციფრული წიგნიერების გავრცელების პროგრამა დაიწყო

ონლაინ აკადემიამ "სქილვილი" საქართველოში ციფრული წიგნიერების გავრცელების პროგრამა დაიწყო, რომლის ფარგლებშიც საწყის ეტაპზე შიდა ქართლისა და  კახეთის რეგიონები შეირჩა.

როგორც კომპანია "სქილვილის" დამფუძნებელი, გიორგი მარიამიძე გადაცემა "ბიზნესპარტნიორთან" აცხადებს, IT მიმართულებით, ყველაზე დიდი გამოწვევა კვალიფიციური კადრების დეფიციტია, თუმცა  მოთხოვნა იმდენად დიდია, რომ ყველა გადამზადებული კადრისთვის მოიძებნება ადგილი.

მარიამიძე განმარტავს, რომ დღეის მდგომარეობით, საშუალო დონის დეველოპერის, რომელსაც 2-3 წლიანი გამოცდილება სჭირდება, საშუალო თვიური შემოსავალი, დაახლოებით 2800-3000 დოლარით განისაზღვრება.

დედოფლისწყაროს მერის, ნიკოლოზ ჯანიაშვილის ინფორმაციით, პანდემიამ და თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებამ ადამიანებს აჩვენა, რომ დასაქმებისათვის საჭირო აღარაა რეგიონიდან, ქალაქიდან ან ქვეყნიდან გასვლა. მეტიც, რეგიონშივე შეიძლება როგორც დასაქმება და ოჯახის შენახვა, ასევე საკუთარი თავის განვითარებაზე ფიქრიც.

"კომპანია "სქილვილთან" თანამშრომლობა ძალიან კარგი შესაძლებლობაა ადგილზე განვითარებისათვის და წარმატებული კადრის შესაქმნელად. ამჟამად ჩვენი კოლაბორაცია სატესტო რეჟიმშია და წარმატების შემთხვევაში, მისი რეგიონის მასშტაბით გაფართოებას ვგეგმავთ, "-განაცხადა ჯანიაშვილმა.

ცნობისთვის, 2023 წლის მეოთხე კვარტალში საქართველოში IT სფეროში დასაქმებულ მოქალაქეების საშუალო ხელფასი 3,6-ჯერ აღემატებოდა სხვა დარგებში დასაქმებულებს.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023