ტექნოლოგიები
05/09/2023

TESTERS DAY 2023 – 4 დღე საერთაშორისო ტექნოლოგიურ ღონისძიებამდე

9-10 სექტემბერს თიბისის მხარდაჭერით და GeoSTQB-ის ორგანიზებით, საქართველოში პროგრამული ტესტერთა საერთაშორისო დღე აღინიშნება. ღონისძიება შერატონ მეტეხი პალასში გაიმართება. იქნება პანელური დისკუსიები, ვორფქშოფები, აუდიტორიის წინაშე წარსდგებიან სპიკერები როგორც საქართველოდან, ისე მსოფლიოს არაერთი ქვეყნიდან.

თიბისის ტექნოლოგიური გუნდიდან ტესტერთა დღეზე თათია სებისკევრაძე და ცოტნე აბურჯანია წარსდგებიან, რომლებიც ინოვაციურ და ინსპირაციულ ტრენდებზე და ტექნოლოგიურ გამოწვევებზე ისაუბრებენ.

“თიბისისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ დღის მხარდაჭერა, რადგან ტესტერთა დღის ღონისძიებაზე ხდება საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება, რაც იზიდავს და აინტერესებს, განსაკუთრებით, ახალგაზრდებს და უჩენს ამ პროფესიის დაუფლების სურვილის. ამავე კონფერენციაზე ტექ ტალანტებს აქვს საშუალება გაეცნონ ადგილობრივ ტექნოლოგიურ კომპანიებს და გამოხატონ ტესტირების ინჟინერიის მიმართულებით დასაქმების თუ გაცნობის სურვილი. ადგილზე თიბისიც ელოდება საკუთარ სტენდთან ჩვენს ტექ გუნდთან შემოერთების მსურველებს.“ - ამბობს ალეკო ისკონიანი, თიბისის ხარისხის უზრუნველყოფისა და ტესტირების ავტომატიზაციის მიმართულების ხელმძღვანელი.

თიბისი, როგორც ტექნოლოგიური კომპანია, მხარს უჭერს ტესტირების საერთაშორისო დღეს, რადგან თიბისისთვის მნიშვნელოვანია საქართველოში ტექ-კომუნის გაძლიერება და ამ მიმართულებით ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება.

ღონისძიებას, ასევე, მხარს უჭერენ Epam, Lineate, Space int., aPeople, Soft Fan და Women’s empowerment principles.

ღონისძიებაზე რეგისტრაციას და ბილეთების შეძენას შეძლებთ აქ 

10 სექტემბრის ვორკშოპის შერჩევა აუცილებელია წინასწარ შემდეგ ბმულზე

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023