ტურიზმი
18/08/2020

2021 წელს "ოტიას ეზოში" საოჯახო სასტუმრო გაიხსნება

ოტია იოსელიანი წყალტუბოში ოჯახურ მეურნეობა „ოტიას ეზოში"  საოჯახო სასტუმროს გახსნის. „ბიზნესპარტნიორთან“ მეურნეობის დამფუძნებელი ოტია იოსელიანი ამბობს, რომ 3-4 ადგილიან გესთჰაუსში პირველ სტუმარს მომავალი წლის ზაფხულში მიიღებს.

ოტია იოსელიანის თქმით, ამ დროისთვის სასტუმროს მშენებლობა დასრულებულია, დარჩენილია მხოლოდ სარემონტო სამუშაოები.

მისი ინფორმაციით, სახლ-მუზეუმის პირველ სართულზე მარანია განთავსებული, სადაც სხვადასხვა სახის ღვინის დაგემოვნებაა შესაძლებელი.

„ეს ოჯახის ღვინოა. ამ ეტაპზე ვამზადებთ 4 დასახელების ღვინოს (ჩხავერი,ოცხანური საფერე, ცოლიკაური, ოჯალეში), თუმცა მათი რაოდენობა მომავალ წელს 3-მდე შემცირდება. მიზეზი ის არის, რომ მათ წარმოებას ფიზიკურად ვერ აუდივართ “-აცხადებს ოტია იოსელიანი.

"ოტიას ეზო" 2015 წელს ქართველი მწერლის ოტია იოსელიანის სახლ-მუზეუმში მისი ოჯახის წევრების მიერ დაფუძნდა. ამჟამად მეურნეობაში - ციტრუსი, სიმინდის ფქვილი, აჯიკა, სვანური მარილი, ლობიო, თაფლი და სხვა პროდუქტები აქვთ. როგორც ოტია იოსელიანი აცხადებს, ის პროფესიით არქიტექტორია, თუმცა მეურნეობა არქიტექტურასთან ერთად მისი ერთ-ერთი მთავარი საქმეა.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023