ტურიზმი
02/06/2023

2024 წელს საქართველო მსოფლიო ტურიზმის დღეს უმასპინძლებს

გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ევროპის კომისიამ საქართველო მომავალ წელს, მსოფლიო ტურიზმის დღის მასპინძელ ქვეყნად დაასახელა, -ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს. 

აღნიშნული გადაწყვეტილება  ევროპის კომისიის 38-მა ქვეყანამ ბულგარეთში, ქალაქ სოფიაში,  ორგანიზაციის 68-ე კომისიის სხდომაზე მიიღო. სხდომაზე საქართველოს დელეგაციის ინიციატივას ევროპის კომისიის წევრებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი.

„ეს არის ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ტურიზმის ინდუსტრიის მორიგი, ძალიან დიდი აღიარება - გვეძლევა შესაძლებლობა, რომ ღირსეულად ვუმასპინძლოთ ჩვენს ქვეყანაში საერთაშორისო დონის უმაღლესი რანგის წარმომადგენლებს არამხოლოდ ტურიზმის ინდუსტრიიდან, არამედ სხვა სექტორებიდანაც, ასევე ვუმასპინძლოთ მედიის წარმომადგენლებს“ - განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, მარიამ ქვრივიშვილმა.

მისივე შეფასებით, ეს ყველაფერი დაეხმარება საქართველოს, რომ კიდევ უფრო მეტად გაზარდოს ცნობადობა და გაამყაროს პოზიციონირება საერთაშორისო ტურისტულ ბაზარზე, რაც, თავისთავად, გააძლიერებს ჩვენი ტურიზმის, ასევე ავიაციის ინდუსტრიას და მნიშვნელოვანი შედეგებით აისახება ქვეყნის ეკონომიკაზე.

კომისიის სხდომას, რომელშიც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილესთან ერთად  ევროპის რეგიონის სხვადასხვა ქვეყნის ტურიზმის მინისტრები და ტურიზმის სახელმწიფო უწყებების ხელმძღვანელები მონაწილეობდნენ, ქართული მხრიდან ასევე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პირველი მოადგილე თამარ ყორიაული ესწრებოდნენ.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023