ტურიზმი
03/08/2023

22 აგვისტოს სასტუმრო "ბორჯომი-ლიკანი" მუსიკალურ დღესასწაულს უმასპინძლებს

22 აგვისტოს სასტუმრო „ბორჯომი-ლიკანი“  საერთაშორისო ფესტივალ „ღამის სერენადების"  გახსნით გალა კონცერტს უმასპინძლებს.

როგორც სასტუმროს მენეჯმენტში აცხადებენ, ფესტივალი უკვე 41 წლის ისტორიას ითვლის. მას საფუძველი 1982 წელს სახელგანთქმულმა მევიოლინემ -  ლიანა ისაკაძემ ჩაუყარა და შექმნა მუსიკალური დღესასწაული, რომელიც დღემდე ძალიან პოპულარულია.

წელს  კი ფესტივალის გეოგრაფიული არეალი გაფართოვდა და XV საიუბილეო გახსნით კონცერტს სწორედ „ბორჯომი-ლიკანის“ სასტუმრო უმასპინძლებს.

„ბორჯომი-ლიკანში“ აღნიშნავენ, რომ მსგავსი ტიპის ღონისძიებების ჩატარება კიდევ ერთი ბენეფიტია სასტუმროსთვის, რადგან მსგავსს ღონისძიებებს ყოველთვის მოჰყვება ხოლმე ტურისტების მხრიდან კიდევ უფრო მეტი დაინტერესება.

რაც შეეხება ფესტივალს,  მონაწილეები არიან მსოფლიოში აღიარებული ქართველი და უცხოელი ვარსკვლავები და ახალგაზრდა ნიჭიერი მუსიკოსები. „ბორჯომი-ლიკანში“ მსმენელს არაჩვეულებრივი შესაძლებლობა ექნება მოუსმინოს:

ლირიკულ ტენორს - რიკარდო მარინელოს

სოპრანო  - ეილიკა ვუნშს

კლარნეტისტ - საბინე გროფმაიერს

ქართველ ტენორ - გიორგი ონიანს

კლარნეტ - გიორგი ოიკაშვილს

მარიამ კიკალეიშვილს და

ანსამბლ „ბორჯომს“ (ხელმძღვანელი: გიორგი ბუგიანიშვილი)

ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელია: გიორგი ისაკაძე

„საკმაოდ მრავალფეროვანი პროგრამა გველოდება წინ: შესრულდება საოპერო არიები, დუეტები, ქართული მრავალხმიანობა და მსოფლიო მუსიკის გამორჩეული ნაწარმოებები და სხვა. გარდა ამისა წელს პირველად - ეროვნული სიმფონიური ორკესტრი გახდა ფესტივალის პარტნიორი.

სტუმრებს ფესტივალის გახსნის ცერემონიაზე დასწრება 22 აგვისტოს შეეძლებათ. „ბორჯომი-ლიკანის“ გუნდი მზად არის უმასპინძლოს „ღამის სერენადების“ შემოქმედებით გუნდს და ყველანაირად ეცდება ფესტივალის მე-15 საიუბილეო წელი მსმენელთან ერთად განსაკუთრებულად აღნიშნოს,“-აღნიშავენ სასტუმრო „ბორჯომი-ლიკანში“.

შეგახსენებთ, სასტუმრო „ბორჯომი-ლიკანი“ ადგილობრივ თუ უცხოელ დამსვენებელს აქტიურად მასპინძლობს. ტურისტების ზრდა შეინიშნება მეზობელი და ევროკავშირის ქვეყნებიდან.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023