ტურიზმი
26/12/2020

აბასთუმნის რეაბილიტაციის ₾51 მლნ-იანი პროექტი იწყება

აბასთუმნის განვითარებაზე 51 მლნ ლარი დაიხარჯება. კონკრეტულად იგეგმება მწვანე და ლურჯი კორიდორის რეაბილიტაცია.

ე.წ. "ლურ-მწვანე კორიდორი" ერთიანი სარეკრეაციო ზონაა - მდინარე ოცხეს ორივე ნაპირზე გრძივი ბულვარია (ხეივანს), საქვეითო, საველოსიპედო ბილიკებით და ხიდების მეშვეობით მათთან განივად დაკავშირებული საცხოვრებელი და საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტებით. 

პროექტი მოიცავს მობილობის გაუმჯობესებას დაბა აბასთუმანში, რომლის ფარგლებში შედის მდინარე ოცხეს კალაპოტების, ხიდების, მთავარი და საუბნო გზების რეაბილიტაცია.

პროექტირებისა და სამშენებლო სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი მუნიციპალური განვითარების ფონდმა უკვე გამოაცხადა, პროექტს კი მსოფლიო ბანკი აფინანსებს. 

აბასთუმანი ზღვის დონიდან 1250-1650 მეტრ სიმაღლეზე  სამცხე-ჯავახეთში მდებარეობს. ქვეყნის ერთ-ერთი ცნობილ კურორტზე სულ 791 შენობა-ნაგებობაა, მათგან 1 - ეროვნული კატეგორიის, 115 კი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია.

"გეოგრაფიკის" მიერ მომზადებულ მიწათსარგებლობის გეგმის მიხედვით, დაბა აბასთუმანში შესაძლებელია როგორც მრავალპროფილური, ექსკლუზიური მწვანე-ეკოლოგიური კურორტის, ასევე დივერსიფიცირებული ტურიზმის ინდუსტრიის განვითარება; სამეცნიერო-კვლევითი კლასტერის შექმნა.

კურორტის უპირატესობად მიიჩნევა გამორჩეული ბუნებრივ-კლიმატური პირობები, კულტურული მემკვიდრეობის მიმდინარე რეაბილიტაცია; კურცხანას ხეობაში არქეოლოგიური ობიექტების არსებობა; ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკთან უშუალო მდებარეობა; ასტროფიზიკური ობსერვატორიის არსებობა; საირმის და გოდერძის კურორტებთან სიახლოვე; მიმდინარე გაზიფიცირება; სრული ელექტრომომარაგება და სხვა.

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023